როგორ მოხვდა ბერბერული მაკაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში? - "სინამდვილეში მამათა და შვილთა ბრძოლის კლასიკური სცენა გათამაშდა და დაჩაგრულმა უმცროსმა დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა"

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს:

"ალბათ ბევრმა გაიგეთ და ფოტოებიც ნახეთ, ორიოდ დღის წინ ჩვენი ბერბერული მაკაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში რომ წაბრძანდა საუზმეზე.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიაში ყველას გაუხარდა დილის მოულოდნელი სტუმრის დანახვა და ჯოხებითა და ქვებით არავინ გამოჰკიდებია. პირიქით, ბანანზეც კი დაუპატიჟებიათ...

ახლა, რაც მოხდა, იმაზე.

ჩვენი ბერბერული მაკაკების ვოლიერში მამათა და შვილთა ბრძოლის კლასიკური სცენა გათამაშდა.

ახალი თაობა მოიზარდა და მოყოყლოჩინდა, ძველი თაობა ჯერ კიდევ ყოჩაღობს და პოზიციებს არ თმობს.

არ ვიცით, მდედრების ნიადაგზე მოხდა შეტაკება (გაგანია გამრავლების პერიოდი აქვთ ახლა), თუ ეზო-კარის განაწილებაზე, მაგრამ იმ დილით ეს ყმაწვილი და ზრდასრული, კუნთმაგარი მამრი წაკინკლავდნენ.

არა, წაკინკლავდნენ რბილად ნათქვამია, იჩხუბეს და კარგა გემრიელი მუშტი-კრივი გამართეს. ჩხუბში უფროსმა იმარჯვა და დაჩაგრულმა უმცროსმა რა ქნა? დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა.

საერთოდ, მაკაკების სახლიდან გაქცევა არაა ადვილი საქმე.

ვოლიერი მათი სახეობისთვის შესაბამისი სტანდარტით არის შემოსაზღვრული - წყლიანი თხრილი, ელექტროღობეები, ბარიერის სიმაღლე - ყველაფერი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაკაკამ სივრცის დატოვება ვერ მოახერხოს, მაგრამ როგორც სხვა ქვეყნების ზოოპარკების გამოცდილებაც გვიჩვენებს, ხანდახან, შიშის, ან სტრესის პირობებში, ცხოველს მისთვის უჩვეულო ქცევების გამოვლენა შეუძლია.

ჰო, ლოგიკური კითხვა იბადება აქ: ხომ შეიძლება, ლომმაც გამოავლინოს უჩვეულო ქცევა? დიახ, შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო ცხოველების შემთხვევაში ვოლიერის კონსტრუქციის სტანდარტებიც განსაკუთრებით და მეტიც - უკიდურესად მკაცრია.

გაქცეული ვაჟბატონი მალევე მშვიდობით მოვაბრუნეთ უკან და ახლა მეტოქეებისგან განცალკევებით გვყავს მოთავსებული", - აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "12 წლის გოგო რომ დაორსულდება, მანდ სახელმწიფოს კი, არა მაგის მშობლებს უნდა მოუ@@ნა პატრონი, პოლიტიკის ბრალიაო - რა არის პოლიტიკის ბრალი? 24 საათი ტიკტოკზე და პორნო საიტებზე რომ ყრიან"

* „არცერთი აღარაა ცოცხალი, ერთად წვანან მათ სახლს შემოკრულ ტყეში“ - აკა სინჯიკაშვილი ემოციურ ისტორიას აქვეყნებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794241289

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული

ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული, - განაცხადა გადაცემაში „...

ლევან მაჭავარიანი

1794239050

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა, ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794238433

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებ...

შალვა პაპუაშვილი

1794236680

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1794233230

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს

„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი