"რომ წერთ პოლიციელი გმირია, ბევრი კარგი პოლიციელი გვყავსო მეც მანახვეთ, სად პოულობთ ამ ღირსეულ პოლიციელებს... იზორიას ძმის ამბავი გაიხსენეთ, მაშინ პოლიციელმა შეასრულა მოვალეობა და გამოაგდეს" - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ შემზარავ ვიდეომასალას ეხმაურება, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი შშმ პირს.

"მეც მანახვეთ, სად პოულობთ ამ ღირსეულ პოლიციელებს.

რომ წერთ, პოლიციელი გმირია, ბევრი კარგი პოლიციელი გვყავს და ასე შემდეგ.

არ ვიცი, სად არიან, სად, რა ადგილებში ხვდებით თქვენ მათ, ვერ იქნება მაგ სისტემაში პოლიციელი ღირსეულად, რადგან სისტემაა ეგეთი. ღირსეულის ადგილი არ რჩება.

გამონაკლისები არსებობენ ალბათ, მაგრამ იზორიას ძმის ამბავი გაიხსენეთ. მაშინ პოლიციელმა შეასრულა მოვალეობა და გამოაგდეს.

ანადგურებენ პროფესიულად და ადამიანურად.

  • - ახალგაზრდებს ურტყამენ.
  • - ბავშვები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.
  • - მიტინგებზე ხალხს ასისხლიანებენ.
  • - აქციის მონაწილეებს შეშას ართმევენ.
  • - 5 ივლისს ხელი არ გაუტოკებიათ.
  • - უსამართლოდ 2000-ლარიან ჯარიმებს წერდნენ კარანტინის დროს.
  • - არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე კოორდინატორებად აქციეს
  • - ქუჩის კრიმინალები თავზე ასხედან
  • - დაარბენინებენ ქართული ოცნების ოფისებთან.
  • - ივანიშვილის დაცვად არიან ქცეული.

ყველა პოლიტიკურ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებენ.

სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და ყველაფერს ნულიდან არ ავაშენებთ, სულ ასე იქნება.

პოლიციელები სულ ასეთები იყვნენ, რაც თავი მახსოვს", - წერს ვახო სანაია.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

მოგვიანებით მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔳 "არ ვართ ჩვენ თავმოყვარე საზოგადოება, როცა ჯერ კიდევ ბედავს ვიღაც ასეთს და ალბათ, რამდენ დაუფიქსირებელ "ასეთს" - ლაშა ზარგინავა შშმ პირის ცემის ფაქტზე

🔳 გიორგი მშვენიერაძე: ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პოლიციელები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო უკანონო ბრძანების შეუსრულებლობის გამო - ბევრს

🔳 შსს: ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო (ვიდეო)

🔳 "თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული.. და საერთოდ არც ადამიანი ხართ!" - გიორგი თარგამაძე პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე

🔳 „სისტემა, შსს, კანონი და დავალება სჭირდება იმას ასეთი არაკაცი რომ არ იყო რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ?“ - თინა ხიდაშელი პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე

🔳 "პოლიციელი უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს" - ხატია დეკანოიძე მოქალაქის ცემის ფაქტზე

🔳 "განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა, ვფიქრობ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა არ იყო" - ნიკა სიმონიშვილი 

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე

1716200294

საზოგადოება

ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა.  გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც 2 ძმა გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1716196850

სოციალური მედია

მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ნუცა მახვილაძის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოკოლაჟს გვიზიარებს. „ჩვენი ბოლო ზარი“,- წერს მაია ასათიანი. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრა...

ასათიანი