სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე: ვნანობ, რომ მაშინდელი შს მინისტრი არ გავათავისუფლე

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში შეაფასა საკუთარი მმართველობა.

როგორც მან თქვა, ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

„2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა ბანკირ სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, და რომელიც მიკერძოებულად შუქდებოდა. რეტროსპექტივაში, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, - თქვა სააკაშვილმა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელის მოხდის შემდეგ, „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმის გამო უნდა გადამდგარიყო.

„მე ვთვლი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და უნდა მიმეღო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი... მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი იხილებოდა, მათ შორის ჩემ მიერაც. ეს საკითხი იხილებოდა. ის [სააკაშვილი] იხილავდა და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდა, როგორც გადაწყდა", - თქვა ვანო მერაბიშვილმა 2020 წლის აპრილში.

გირგვლიანის საქმე

2018 წლის 5 იანვარს, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას გულისხმობს.

გამოძიების მიხედვით, 2006 წლის 27 იანვარს, თბილისში, კაფე შარდენ ბარში თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ შელაპარაკება. შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. ამ საქმეზე, 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გასამართლდნენ. ისინი სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში, კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე. 2008 წელს ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი შეთანხმებით შეიწყალა.

ამ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა. ის დღეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* სააკაშვილი: დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის

* იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, დაშავებულია ორი ადამიანი

* ზურაბ ჩხაიძე: სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება, შევთავაზეთ ინკლუზიური თერაპია, რაზედაც კატეგორიული უარი განაცხადა, თუ ასე გაგრძელდება, მისი მდგომარეობა დამძიმდება   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794166688

მსოფლიო

პოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო

პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...

პოლონეთ

1794164908

საზოგადოება

უკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია

„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...

უკრაინელი ჟურნალისტი

1794162359

საზოგადოება

გური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და „იმედი“ დაარბიეს, ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა

„ჩემი სტუდენტობის პერიოდში სოციალური ქსელები არ არსებობდა და ტელევიზია და „მეინსტრიმული“ მედია იყო მთავარი საშუალება. დატოვეს მარტო „კავკასია“, ესეც იმიტომ, რომ ოპოზიციონერი თუ იყავი, „კავკასიისთვის“...

გური სულთანიშვილი

1794158769

ახალი ამბები

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...

გოდერძის უღელტეხილი

1794158210

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

ირაკლი ქადაგიშვილ