"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნებში ბოდვა წერია, არ შეიძლება, საზოგადოებას წარუდგინო 3 000-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ"

"როგორც კი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაჯდა, მივხვდით, რომ ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის მძიმე იქნებოდა, ხედავთ, რომ ეს ხელს გვიშლის ევროინტერგაციის პროცესში", – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ეროვნულ ინტერესშია, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, მაგრამ უნდა მოიხსნას არა ხელოვნურად და სააკაშვილი უბრალოდ კი არ უნდა გაუშვათ, არამედ კომპლექსურად.

„ამას უნდა მოჰყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯანსაღ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე უნდა ეთქვა, რა იყო ის პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში დაიწყებდნენ თანამშრომლობას მაგალითად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოიკოტის ნაცვლად, სამუშაო პროცესში ჩაერთვებოდნენ და საბოლოო ჯამში ქვეყანა გავიდოდით არა ცალ-ცალკე ევროკავშირთან, არამედ ერთად შეთანხმებული პოზიციით, რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიულ მომენტში. სააკაშვილის გათავისუფლება ამის ნაწილია.

ვერავინ დაიჯერებს, რომ აქ მოხდა დეპოლარიზაცია, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის და მისი პარტია გუდაურში დადის მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებზე და საუბრობს „საარჩევნო კოდექსზე“.

არ ვიცი, ლობისტები რა მიზნით არიან დაქირავებული, მაგრამ რაც აგიღწერეთ, ეს პროცესი ყველასთვის დამაზიანებელი იყო და როგორც ჩანს, დაინახეს, რომ საჭიროა ჭკუათმყოფელი კონსულტანტი, როგორ აწარმოონ ეს კამპანია. ადამიანები არიან საჭირო, ვინც ამ პროცესს საღი აზრის დონეზე დაგეგმავს.

რასაც ვუყურებთ, კაციშვილი პატრონი არ არის, ვინც ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებს და ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს. ლობისტების დაქირავება გონივრულია.

რა შეეხება „ემპათიას“, ერთი დიაგნოზიც საკმარისია, რომ ადამიანი გარდაიცვალოს.

ციხიდან გაშვება იცით, რას ნიშნავს? – კაცი ექვს თვეში უნდა მოკვდეს.

ნუთუ, მართლა გვინდა, რომ ისე გავუშვათ, რომ ექვს თვეში მოვკდეს? ამ დასკვნებში ბოდვა წერია.

არ შეიძლება, ასეთი დასკვნების წერა და მით უმეტეს, 3 000-გვერდიანის და საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ. ამის გამო, არის ეს მდგომარეობა.

ჩემი აზრით, ძალიან არაკომპეტენტურები არიან. თვითდაზიანების პროცესია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

წყარო: 1tv

ასევე დაგაინტერესებთ:

* "რომ არ მოუწამლავს ქართულ ხელისუფლებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მოუწამლავთ" - გიული ალასანია უცხოურ მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ

* "ბოლო 1 წელში ფორმულას, მთავარის და TV პირველის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა" - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794329164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს

„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...

მარიამ ქვრივიშვილი

1794328054

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...

გიორგი კახიანი

1794325945

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794325582

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1794323319

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...

მაკა ბოჭორიშვილი