"სააკაშვილს რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია?" - ღუდუშაური
"მიხეილ სააკაშვილს რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია?" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემა „დღის ნიუსრუმში“- საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვსვამთ კითხვას, სააკაშვილს რა სერვისი ესაჭიროება, რასაც ვერ იღებს? რომელი დარგის სპეციალისტს მოისაკლისებს, რომ ჩართული იყოს ჯანმრთელობის დაცვის პროცესში? ჩვენ ვეუბნებით, ჩამოვიყვანოთ ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან. ისმება ერთგვარი რიტორიკული კითხვა, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვას აქვს ძალიან დიდი საფუძველი, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია? რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? რომელი დარგის ექიმი ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ არის?
ნაცვლად ექიმისა თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისა, გაქანდნენ და ლობისტები დაიქირავეს. კითხვას ვსვამ, სააკაშვილს ექიმი ესაჭიროება თუ ლობისტი. ვისთან გააფორმა დედამისმა ხელშეკრულება და ვინ დაიქირავეს? ლობისტური კომპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილს ლობისტი ესაჭიროება და არა ექიმი. თუ აპოკალიფსური სურათია და წარმოუდგენელი რამ ხდება, რასაც თვითონ იძახიან, ლობისტები კი არ უნდა დაიქირაონ, უნდა ეძებონ ექიმი. ლობისტები დაიქირავეს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე განარიდონ სააკაშვილი მართლმსაჯულებას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ღუდუშაურის თქმით, ამაოა ის მცდელობა, რომ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან განრიდება მოხდეს.
„საქართველოს კანონმდებლობა ნათლად განმარტავს, რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება სააკაშვილის ქვეყნის ფარგლებიდან გასვლა, ეს არის გამორიცხული, ჩვენი კანონმდებლობა ამას არ იცნობს, შესაბამისად აქ ყოველგვარი სპეკულაცია არის ამოწურული და მე ვფიქრობ ამაოა, რასაც მიკერძოებული ე.წ. ექსპერტები, მათ შორის „ემპათია“ და სხვები აკეთებენ.
რაც ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის „ემპათიის“ ექსპერტებისგან გვესმის, ეს არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ როგორმე სააკაშვილი განარიდონ მართლმსაჯულებას. ხაზს ვუსვამ, ჯერ კიდევ ძველ რომში იყო ასეთი გამოთქმა, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს“. შესაბამისად, ამაოა ის მცდელობა, რომ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან განრიდება მოხდეს, ეს არ და ვერ გამოვა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
წყარო: ipn
ასევე დაგაინტერესებთ:
1790445084
საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'', „ქურდული სამყაროს'' წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე, ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...
1790443194
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია
„მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წ...
1790441960
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ
მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა ცხოვრობდეს და მოქმედებდეს, - განაცხადა...
1790439285
საზოგადოებაგანათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პრო...
1790437000
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ეროვნულ ნაკრებზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. მტრებზე თავდასხმა, ზიზღი წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათთვის მტრები არიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ,...


























