საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მკაცრად გმობს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ფაქტი მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებასა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს წარმოადგენს", –აღნიშნულია საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მაკლერმა, ნაქირავები ბინა 11 000 დოლარად მომაგირავა - ისარგებლა ჩემი გამოუცდელობით" - Exclusive tv-ს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ თაღლითობის მსხვერპლია

* "როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ლეგიტიმურია კითხვა: ამდენ ხანს, თავად რატომ არ წამოვიდა? - საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794329164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს

„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...

მარიამ ქვრივიშვილი

1794328054

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...

გიორგი კახიანი

1794325945

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794325582

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1794323319

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...

მაკა ბოჭორიშვილი