საქსტატი: აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

ასევე დაგაინტერესებთ:

* საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 65 100 000 ლარად გაიყიდა

* "ჩეჩნებო, ინგუშებო, ოსებო - იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის, გამოდით ქუჩებში" - ზელენსკის მიმართვა კავკასიელ ხალხს 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა