"სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ პატიმრობასთან" - გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ნევროლოგმა დეპრესიასთან დაკავშირებულ კითხვას კვალიფიციური პასუხი გასცა.

გიული ალასანიას თქმით, ნევროლოგს დიაგნოზში უწერია ყველაფერი, რაზედაც დღეს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას ილაპარაკა.

"ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან ამის შესახებ თავის დიაგნოზში უწერია. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახალი არ იყო. რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია, ვიმეორებ.

ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, ცხოვრება არ გამოდის სტრესების გარეშე, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს.

ვფიქრობ, ამაზე ძალიან კვალიფიციურად და კარგად გასცა პასუხი, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა ლაპარაკი.

სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ პატიმრობასთან და კონკრეტული შემთხვევებიც გვქონდა მითითებული, როდის შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო", – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განაცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება.

"მოთხოვნა არის მისი გადაყვანა.

იმ პირობებში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და არავითარი გაუმჯობესება არ არის.

ფაქტია, ამას თვითონ ის ექიმები ამბობენ, ვის ხელშიც არის, ისინი არ უარყოფენ.

გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია, ვიდრე შესვლის დროს იყო", – განაცხადა გიული ალასანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია" - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

* "ერთ პალატაში სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა" - რა ფოტოს ავრცელებს პიროტექნიკის შედეგად დაშავებული გურამ ბაღდოშვილი (ფოტო)    

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794152313

საზოგადოება

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1794151114

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

დავით მათიკაშვილი

1794148500

საზოგადოება

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...

გენადი არველაძე

1794145684

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია

„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1794142945

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი