თბილისში დღეიდან მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა
თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა. კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი წარადგინა, რომლის დარიგებაც გამგეობის თანამშრომლებს დაავალა.
„ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა პენსიონერებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მშობიარობა ღია ცის ქვეშ, ზამთრის თოვაში და გაშვილებული გოგონა - იტალიაში მყოფი ექიმის მონათხრობი
1789654521
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 18 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, დარასელიას ქუჩა N8ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენ...
1789653631
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება...
1789653601
მსოფლიომარკ კარნი: კანადა და ევროკავშირი უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად
კანადა და ევროპა უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად იმ სამყაროში, სადაც აშშ და ჩინეთი დომინირებენ, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევრ...
1789652979
ახალი ამბებიდმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი...
1789650878
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და...



























