მშობიარობა ღია ცის ქვეშ, ზამთრის თოვაში და გაშვილებული გოგონა - იტალიაში მყოფი ექიმის მონათხრობი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ლაურა ემრაშვილი, საქართველოში ყოფნისას პროფესიული მოვალეობის შესრულების პერიოდში მომხდარ, ამაღელვებელ ისტორიას იხსენებს. 

მკითხველს კი შევახსენებთ, რომ ლაურა ემრაშვილმა 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ხელმეორედ დაიბრუნა პროფესია, ამჯერად იტალიაში. მილანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ ექიმის სტატუსი კვლავ დაიბრუნა.

„2005 წლის 11 იანვარია, თოვს და ბარდნის... დილას ველოდები ავტომობილს, რომ ჩემი სამსახურიდან, სასაზღვრო ზოლიდან, მივაღწიო რაიონულ ცენტრს და შემდეგ გზა თბილისისკენ, სახლში მივდივარ...
ამ დროს მომიახლოვდა ახალგაზრდა, ფეხმძიმე ქალბატონი, პატარა 5-6 წლის გოგონასთან ერთად, ქალბატონი, ცრემლიანი და შეშინებული თვალებით მეკითხება: თქვენ ხართ ექიმი? მე თქვენთან მოვდივარ მეზობელი სოფლიდან ფეხით, მგონი მშობიარობა დამეწყო...

რა ვუთხრა? როგორ მოვიქცე? ვერ დავტოვებ მარტოდ. გადაწყვეტილება წამებში მივიღე და ვიფიქრე რაიონულ საავადმყოფომდე მივაცილებ, იქ დავტოვებ და იზრუნებენ ქალბატონზეც და მის პატარებზეც, მე კი გავაგრძელებ ჩემს გზას.

ალბათ ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი, ქალბატონს დაეწყო მშობიარობა. გავჩერდით გზის ნაპირზე, თოვს და ბარდნის სასწაულად... დაიწყო მშობიარობა, ღია ცის ქვეშ, თოვს... მე ვეხმარები ქალბატონს და უფალს ვთხოვ დაგვეხმაროს... საუკუნედ მეჩვენება თითოეული წუთი, ნაყოფს უჭირს დედის სხეულიდან მოცილება...
არასოდეს დამავიწყდება პატარას ბუთქუნა, ლოყები და ფართოდ გახელილი თვალები, რომლებიც შველას მთხოვდნენ...

აღარ გავაგრძელებ, დაიბადა გოგონა თოვლის ფანტელებში, ორთქლი ასდიოდა მის აკანკალებულ სხეულს, ტიროდა ისე მთელ სამყაროს ესმოდა მისი ხმა, ვტიროდი მეც. ჯანმრთელი და თითქმის 4 კილოზე მეტი წონის, გოგონა... შევფუთე ჩემს ქურქში, ბავშვიც და დედაც და გადავიყვანე რაიონულ საავადმყოფოში, სადაც შესასვლელშივე გველოდებოდა მთელი შემადგენლობა სამედიცინო პერსონალისა, ცხელი წყლით სავსე პატარა ავზით და საჭირო ნივთებით...
ვკანკალებდით მეც, პატარაც და დედამისიც....
ბედნიერებისგან ვტიროდი, გადავრჩით!!
დედას და პატარას თითქმის ერთი კვირა არ ვაკლებდი ზრუნვას: საკვები, ტანსაცმელი და პატარას შევუძინე ყველაფერი ვარდისფერში, საბანიც კი....
შემდეგ გავიგე დედამ მისი პატარას გაზრდაზე და მოვლაზე უარი თქვა...  უარი თქვა უსახლკარობის და გაჭირვების გამო. 

გაუმართლაო პატარას. დასავლეთ საქართველოში, ძალიან კარგ ოჯახში დაიდო ბინა, ლაღი ბავშვობით იზრდებაო.... 
დღეს 17 წლის გახდა გოგონა, სახელს არ ვასახელებ შეგნებულად!
რას ვუსურვებ? ჯანმრთელი და ბედნიერი ქალბატონი გაზრდილიყოს!!
ბედნიერი ოჯახი შეექმნას და შვილებში და შვილის შვილებში, ბედნიერი ხანდაზმულობა ჰქონოდეს!!! 

არასდროს დამავიწყდება ის 11 იანვარი!!
გილოცავთ ყველას ვინც 11 იანვარს დაიბადეთ, მე მიყვარს ეს დღე!“ - წერს ლაურა ემრაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ემიგრანტობიდან ექიმობამდე - „ათი წელი დასჭირდა, ჩემი რეალური მიზნის მიღწევას, ათი ტკივილიანი და დარდიანი წელი“

📌 “ჩემი საქართველო აღარ დაბრუნდება?! ჩვენმა თაობამ დედა უტირა... “ - სოლომონ ნერგაძე

📌 შვილების აცრასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, იტალიაში სულ უფრო მეტი ოჯახი ინგრევა

📌 ქალაქ ბარის, საკვირაო სკოლა “იმედი”-ს მოსწავლეებს შობის დღესასწაული მიულოცეს

📌 რომის პაპმა 16 ჩვილი მონათლა

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი