"წარმოვიდგინოთ, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება?"

“მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება?", – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვლის ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
„პროექტის არსებობის, შინაარსის შესახებ მე გავიგე სწორედ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ხელოვანმა გაიტაცა თავისი ნამუშევარი.
თავიდან გალერეის გუნდი და ხელმძღვანელობა დაბნეული იყო, რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება?
ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა… თუ მივცემდით, მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრო გააგრძელებს ხელოვანების მხარდაჭერას. მინისტრის თქმით, ხელოვანის პროტესტი გარკვეული პოლიტიკოსების მიერ იქნა გამოყენებული.
ეროვნულ გალერეაში, 4 თებერვალს, გამოფენის მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“, რასთან დაკავშირებითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით კი უწყებამ საქმე დახურა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* საპატრიარქო მრევლს თხოვნით მიმართავს - რა წერია განცხადებაში?
1756048158
ახალი ამბებიმდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს
მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ....
1756045972
ახალი ამბებიპატრიარქი: სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ...
1756043225
მსოფლიოვლადიმერ პუტინი ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი მომდევნო კვირაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებსინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში რუსეთის მთავრობის დელეგაციასთან ერთად...
1756039505
ახალი ამბებითუშეთში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშე...
1756038119
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო უწყება: უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინის ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გ...