"ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის" - პატრიარქის სამძიმარი, ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მოზარდის ოჯახს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II, 
მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელსაც საპატრიარქოს პრესცენტრი აქვეყნებს :

"მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს

ბატონო დავით, ქალბატონო ანა,

დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს;

მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.

ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის.

ღმერთი იყოს თქვენი შემწე.

პატივისცემით,

⛪ ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი",- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გუშინ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა. ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა. რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანა..." - მაცაცო კევლიშვილის ინფორმაციით ორი მოზარდი მებაღემ გადაარჩინა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714668521

სოციალური მედია

,,აზრის და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, გამოხატვის თავისუფლებას აქვს ლეგიტიმური შეზღუდვის საფუძვლები” - ირინა ბათიაშვილი

ბოლო დღეებში გამართული აქცია (ფაქტობრივი მასალების შესაბამისად) იყო აშკრა უწესრიგობის და ძალადობის გამომხატველი ბუნების მატარებელი (ფაშისტურ-აგრესიული ელემენტებით გაჯერებული).  ,,სამწუხაროდ ზოგიერთის...

ირინა ბათიაშვილი

1714667464

სპორტი

„უოტფორდის“ მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე - ,,ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მომავალი ზაფხული”

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სეზონის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის, ტომ ქლევერლის სიტყვები ამაზე მიანიშნებს. როგორც მან აღნიშნა, წინ ევრო 2024-ია, რომელიც ჩაკვეტაძისთვ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714667117

მსოფლიო

,,ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა - ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი” - ბაიდენი

 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული. მისი თქმით, კოლეჯის კამპუსებში მომიტინგეებს უნდა ჰქონდეთ...

ააა

1714664000

სპორტი

„ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს - AS

 ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეცვალოს. წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხი...

იტალია

1714662409

ახალი ამბები

,,ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან” - იაგო ხვიჩია

 ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კან...

პოლიტიკოსი