"ზვიად გამსახურდიას სისხლში ხარ გასვრილი,არც შეგიმჩნევია, მაგრამ სააკაშვილის სისხლში მაინც ნუღა გაისვრი ხელს, იმ სააკაშვილის, რომელმაც სახელმწიფო დაცვა, ძვირფასი მანქანები, და უძრავი ქონება გიფეშქაშა"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ღია მიმართვას ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენო პატრიარქო, ერის “ბრძენო” და “მოსიყვარულე მამავ”, როგორ შეგიძლია ასე უსისხლოდ და ჩუმად უყურებდე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნელ მკვლელობას და მის მოსანახულებლადაც კი არ შეიწუხო თავი?!”

"ერის სულიერო მამავ”, როგორ შეიძლება ასე ურეაქციოდ და ინფანტილურად დუმდე, როდესაც ქართველი ერის ნახევარი ამ ბოლო წლებში გაიქცა სამშობლოდან ევროპასა და ამერიკაში თავის გადასარჩენად და საქართველოში დარჩენილთაგან დიდი ნაწილიც იგივეს ფიქრობს და ემზადება?!

“ერის სულიერო მამავ”, როგორ შეიძლება ასე დუმდე და არაფერს იმჩნევდე იმ მორალურ და ადამიანურ ტრაგედიებზე, რაც ასე მომრავლდა საქართველოში უღირსი და მავნებელი ხელისუფლების წყალობით?!

რას ვერ ელევი?! სასახლეებს?! ოქრო-ვერცხლს და ფულს?!

თუ ზუთხის ხინკლებს და სხვა “ნუგბარებს”, რაც ასე სამარცხვინოდ გიმონებს?! სიკვდილის წინ მაინც გაბედე და დადექი ქართველი ერის გვერდზე, საქართველოსთვის ერთხელ მაინც გასწირე თავი!

ზვიად გამსახურდიას სისხლში ხარ გასვრილი და ზვიადის ათასობით მომხრის სისხლში, ჯაბას მეგობარო და მადიდებელო პატრიარქო, ვიცით ეს, შენი სასახლის მიმდებარედაც კი, მეტეხის ხიდზე იხვრიტებოდა ხალხი 1992 წლის 6 იანვარს, მაგრამ ხმა არ ამოგიღია მათ დასაცავად, არც შეგიმჩნევია, მაგრამ სააკაშვილის სისხლში მაინც ნუღა გაისვრი ხელს, იმ სააკაშვილის, რომელმაც სახელმწიფო დაცვა, ძვირფასი მანქანები, უამრავი მილიონი ლარი და ასობით ჰექტარი მიწა და უძრავი ქონება გიფეშქაშა, გაუმაძღარო ქედმაღალო და ბილწო პატრიარქო, უბედური და გასაცოდავებული საქართველოსი!

ეს ბრიყვი და ბრმა ხალხი კი გყავს ოხრად რომ გადიდებენ, მაგრამ ეგეც დროებითია, ახალი თაობები ბევრად თავისუფალნი, კრიტიკებული და გონიერები მოდიან, ეგ შენი ნათლულები, პიარკამპანიისთვის და საკუთარი მადიდებლების არმიის გაზრდისთვის რომ დანათლე, აქაოდა ერს ვამრავლებო, ეგენი იქნებიან, შენ საფლავზე რომ დააფურთხებენ, “მაოხრებელო გზირო”, სამშობლოს მოღალატევ და რუსეთის მსახურო, მკვლელო პატრიარქო, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელო შიოლაშვილო!!!”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „დაე ეს ნაწერი ემიგრანტ ქალებს მიეძღვნას, ქალებს რომლებიც გაწირეს, ქალებს რომლებსაც უღალატეს და ქალებს რომლებიც ასე უიარაღოდ, მაგრამ მაინც დგანან“ - ემიგრანტის ბლოგი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765805781

ახალი ამბები

მაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს

გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...

მაია ბითაძე

1765804807

ახალი ამბები

ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1765804294

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1765803583

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ

„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...

დავით მათიკაშვილი

1765801157

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)...

 მოძრაობა აკრძალულია