"2008-ში ომის დროს "აირზენაში" ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით" - ნინო გიორგობიანი
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში წერს:
"დილიდან ვაკვირდები შეფასებებს, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა.
ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის.
მან თქვა რომ :
• საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება;
მან განაცხადა, რომ საქართველოში ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას;
ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა.
• ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს;
• ოპოზიციის ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს.
• პიარისთვის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვასა და პარლამენტში მისვლას არ აპირებს;
• უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია, უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და არათუ ის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში;
• პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა;
ასევე, ევროსაბჭოში საქართველომ უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა;
• პრემიერის დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში, გზავნილი გადასცეს, რომ საქართველო მზად არის, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში;
• მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს.
p.s სანამ რამეს დაწერთ, იქნებ მოვლენების ქრონოლოგიას გაადავლოთ ხოლმე თვალი.
აგვისტოს ომის დროს როდის ჩამოვიდნენ ლიდერები? მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებიბი დასრულდა...
p.s.sსხვათა შორის, ომის დროს აირზენაში ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით... ბილეთს, ოღონდ მხოლოდ ერთ გზას...", - წერს გიორგობიანი.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება.
ამავე თემაზე:
📍გმირი ჯარისკაცი, რომელმაც რუსეთის ჯარის შესაჩერებლად ხიდზე თავი აიფეთქა
1782409045
ახალი ამბები„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“ - მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“, - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონი...
1782408199
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს
„საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემა...
1782407281
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ...
1782405508
ახალი ამბებითბილისში კაცი დაჭრეს
თბილისში დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯ...
1782402853
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...































