"ასე იდგა 7 საათი გაუნძრევლად, იდგა და ზღვას უყურებდა - ჩემი აზრით ყველაზე უშიშრები ისინი არიან, ვინც უზარმაზარი ტრაგედია უთქმელად გადაიტანეს"

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს:

"ადამიანზე რომ იტყვიან ხოლმე, უშიშარიაო, ხვალიდან სულ ეს კაცი გამახსენდება და ჩემი აზრით ესენი არიან ნაღდი უშიშრები.

დილას,  ზღვას ოდნავ გათენება რომ დაეტყო, მაშინ უკვე იდგა ეს კაცი.

მაგრად წვიმდა, მერე ქარი იყო, მერე ისევ მაგრად წვიმდა და როგორც ხედავთ, ასე იდგა 7 საათი გაუნძრევლად.

გეფიცებით, აი თითიც არ გაუნძრევია ამდენი ხანი. თვალს თუ ახამხამებდა, ისიც არ მჯერა.

ამ კაცს არც ომის ეშინოდა, არც ვირუსის, არც ჭინკების და დარწმუნებული ვარ, ბომბი რომ აფეთქებულიყო გვერდით, ვერც გაიგებდა.

დილას ჩავედი და ახლოს გავუარე, რა ვიცი აბა მეთქი იქნებ რამე უნდა.

ეგრე, გაუნძრევლად იდგა და ზღვას უყურებდა.

მაგ დროს კიდევ გამოლაპარაკება, დაუდევარი და დაუფიქრებელი საქციელია.

წვიმამ გადაიღო, ღრუბელმა გადაიწია და როგორც კი მზის  პირველი სხივები გამოჩნდა, უცებ შეტრიალდა  და წავიდა.

ჩემი აზრით ყველაზე უშიშრები ისინი არიან, ვინც ჩვენთვის გაუგებარი, უზარმაზარი ტრაგედია უთქმელად გადაიტანეს. 

მათ არაფრის აღარ ეშინიათ",- წერს სინჯიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში, ნეტა საიდან შემოვიდა სკოლის დამთავრების, ოჯახის შექმნის, აღნიშვნის ეს ძვირად ღირებული რაღაცები? - სქესის გაგებისას, ისევ ხარჯები, მორთვა, გადაღება, ბათქა-ბუთქი, ეგრევე ნერვოზიანი იბადება ბავშვი"

* "პუტინს მოკლავენ...საქართველოს მოაწყდება ყველა, საზღვრების ჩაკეტვა გარდაუვალი გახდება - ფაქტები მახარებენ" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი

1793463904

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...

 დავით მათიკაშვილი

1793459017

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...

აბასთუმნის შემოვლითი გზა

1793456801

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...

რევაზ სოხაძ

1793456429

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება

ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...

ლევან მაჭავარიანი