"დედას უნდა მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქოს, სინანულით მხოლოდ გადაუხდელ ქორწილს ნანობს" - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური მიმართვა

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“მალე გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული შემოაბიჯებს 23 ნოემბერი, მას მერე რაც უფლის არსებობა გავითავისე, მისი მხედარიც ყველაზე ახლობელი გახდა ჩემთვის, წმინდა გიორგის სასწაულებრივი ძალა, ისტორიიდან, დიდგორის ბრძოლიდან კი არა შევიმეცნე, არამედ საკუთარ თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ, ჩემი ოჯახისთვის წმინდა გიორგი ძალიან ძვირფასია.

შარშან 23 ნოემბერს, გიორგობას მას შევავედრე: „წმინდა მხედარო, მის ნატანჯ სხეულს მის ფაქიზ სულსაც შენ უწინამძღვრე-თქო…“

მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა. 

და დიახ, წმინდა გიორგისთან ერთად ჩვენც ვდიდგორობთ, ამ დღეებში მორიგი უსამართლო და სამარცხვინო ბრძოლაა, დედას უნდა მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქოს, სინანულით მხოლოდ გადაუხდელ ქორწილს ნანობს, რომ არა უფლის შეწევნა ადამიანურ ინსტიქტ დაცლილი, ზომბების წინააღმდეგ, რას გავხდებოდით! 

დიახ, დედები, საბჭოეთის დროინდელი ობმოდებული ხერხით და ფულით იბრძვიან, ბობოქრობს სეთურის ინსტიტუტი მსახურთურთ, არაერთ სიბინძურეს თხზავენ, მაგრამ წმინდა გიორგისთან ერთად მწამს გამარჯვების, ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო, უნდა განათდეს
ქვეყნის მტრებს ვინც ჩვენ შვილი მოგვიკლა, ვინც ხელმოცარული ახალგაზრდები გამოიყენა, წმინდა გიორგი აუცილებლად ისტორიის სანაგვეზე მოისვრის…

მანამდე?

მანამდე, გიორგობას გილოცავთ… შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი და წყალობა…

ვისაც გილხინთ, ლხინის დღეები გიმრავლოთ უფალმა, ჩემთვის სიმართლის მიტანა საზოგადოებისთვის და ჩემი შვილებისთვის იმის თქმა რომ მათი ძმა, მისმა თაობამ კი არა ქვეყნის მტრებმა გაიმეტეს ეს არის შვება, დიახ შვება!არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით, სრულიად უცხო ადამიანების მიმართ, ჩვენი უახლოესი მეგობრების ოჯახების, ჟურნალისტების მიმართ, ვინც ჩვენი ტრაგედია საკუთარ ტკივილად აქცია, უფალმა დაგლოცოთ და მრავალი ბედნიერი გიორგობა გაგითენოთ.“ – წერს იზა ომაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 23 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵"დამადგა დაცვის თანამშრომელი და დამაბრალა, რომ დანა მოვიპარე... ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს მაღაზიაში"- რას ჰყვება ოთო ნემსაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო