"მოხდება თუ არა ქალის მკვლელობა, მაშინვე ყველამ იცის და ხვდება, რა იქნებოდა მკვლელობის მოტივი, 100-დან 99 შემთხვევაში - ეს სტატუსი არაა მკვლელი კაცების გასამართლებელი....ისინი მკვლელები არიან, მათზე დიდი მკვლელი კი ეს საზოგადოებაა!!!"

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ფემიციდთან დაკავშირებით საინტერესო პარალელების პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ახლა მეც დავწერ ფემიციდზე.

*თემა *ფსიქოლოგია

იცით რა უდიდესი პრობლემაა ამ საკითხთან დაკავშირებით რასაც ვაკვირდები?

ახლა პირველ პირში დავწერ, საკუთარ თავზე, თუმცა ვფიქრობ ბევრი იპოვის მსგავსებას საკუთარ თავთან და თანაც, ეს ყველაფერი, არა ერთი ადამიანის დონეზე, არამედ ბევრის, ათასის და ასიათასის და მილიონის დონეზე რომ ვრცელდება, შედეგს ვიღებთ უმწარესს და უმძიმესს, აღსაქმელია ეს, დასანახია ეს, რადგანაც საქართველოში დღესდღეობით ფემიციდი არაა ცალკეული შემთხვევები, არაა გამონაკლისი, არაა ის, რაც გასაკვირია, არაა ის რაც უცნაურია.

მოხდება თუ არა ქალის მკვლელობა, მაშინვე ყველამ იცის და ხვდება, რა იქნებოდა მკვლელობის მოტივი, 100 დან 99 შემთხვევაში.

მაშ ასე, დავიწყებ ტექსტს პირველ პირში:

მე ვერ ვხვდები და ვერ აღვიქვამ რამხელა ძალა აქვს თითოეულ სიტყვას, რასაც ვამბობ სხვების თანდასწრებით.

მე ვერ ვაცნობიერებ კარგად, რომ მიბაძვა და გამეორება ადამიანთა წესია, მე ვერ ვხვდები, რომ პირველად იყო სიტყვა ალეგორიულ ნათქვამზე მეტია.

მე ვერ ვხვდები, რომ როდესაც ვამბობ...

"მოღალატე ქალი მოსაკლავია, აბა რა არის, კაცს რომ ქალი უღალატებს, ის კაცი არაა, ერთ ქალს ვერ უპატრონა ეგ რა კაცია, ცოლმა რქები დაადგა, ახურებულები და კაბაწამოხდილი დარბის მაგ კაცის ცოლი, აბა ეგ რა კაცია, ცოლი გაუბოზდა და თავი მოეჭრა ამით, ალბათ კაცად არ ვარგოდა და ცოლი გაუბოზდა, ქალი ჯერ მინი კაბას ჩაიცვამს, მერე ტატუს გაიკეთებს, მერე გაბოზდება, მამებმა, ძმებმა და ქმარმა თუ არ მიხედა, ოჯახში კაცი თავია, თუ ასე არაა ესე იგი სუსტია, კაცი რომ ცოლს მოუსმენს, ის კაცი არაა, ქალი რომ ქმარს უღალატებს, მოსაკლავია, ქალობა შავი, შვილები ჰყავს და კაცებზე ფიქრობდა თურმე, ..."

იმდენად გრძელი სიაა აქ რას დაეტევა ეს ფრაზები...

ასევე მიჭირს წერა, იმიტომ რომ დიდი ხანია ძალიან დიდი ხანია მივხვდი ეს წინადადებები მატრიცაში რო აკოპირებს კომპიუტერული სისტემა სმიტი თავის თავს, ზუსტად ასე კოპირდება და სმიტად და რობოტად მაქცევს, ამიტომაც რაც შემეძლო ამოვიღე ხმარებიდან და მიჭირს წერა. თორემ იყო დრო ვიმეორებდი მეც და ღირსეული სმიტიც ვიყავი!

ჰოდა გთხოვთ უბრალოდ დააკვირდით სიტყვებს და ქცევებს, ყველა ჩვენგანს მიუძღვის ბრალი ქალების სიკვდილში, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე ხდება!

ადვილია ხელი შეაწმინდო ერთ ადამიანს ბოლომდე და თქვა რომ მკვლელია, დიახ მკვლელია, დიახ ავადმყოფია როცა ამას აკეთებს, დიახ დამნაშავეა, მაგრამ იცით ვინ უბიძგა?! აი ამ სოციუმმა და საზოგადოებამ!!

ჩვენმა დაუფიქრებელმა, სმიტივით დაკოპირებულმა აზროვნებამ!

როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ღალატი ზომავდეს მეორე ადამიანის ღირსებას?!

ან როგორ შეიძლება ადამიანს ცუდი საქციელის გამო სიკვდილს უსჯიდეს სოციუმი და ქმარი?!

თუ რელიგიაზე ფიქრობთ, მაგ კუთხიდანაც ვიტყვი:

გამოფხიზლდით, არავინ არავინ არავინ არაა დაზღვეული, რომ გახდეს მოღალატე, ქრისტეს უღალატეს, ვინაა ადამიანი, რომ არ უღალატონ?!

ან როგორ შეიძლება ერთგულება ცოლს ან ქმარს ასე ფანატიკურად მოსთხოვო, როცა 12-მა მოციქულმა უღალატა ღმერთს?!

ეს სტატუსი არაა მკვლელი კაცების გასამართლებელი, ესაა სტატუსი, რომელიც ამბობს, რომ ისინი მკვლელები არიან, მათზე დიდი მკვლელი კი ეს საზოგადოებაა!!!", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

* კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - მთელი უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალის ხმა ისმის 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715189234

საზოგადოება

9 მაისს „წაჩხურობა“ აღინიშნება

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.  წელს...

წაჩხურობა

1715185347

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელ...

დაკავებადაკავება

1715180797

ახალი ამბები

🎥 „ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან...“ - რას ამბობს გიორგი ონიანი ჩანაწერებში

საინფორმაციო სააგენოტ For.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, ნიკა გვარამიას პარტია „ახალის“ წევრი გიორგი ონიანი ოპოზიციონე...

გიორგი ონიანი

1715179080

ახალი ამბები

„3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

პლატფორმა For.ge-ზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...“, - ჩან...

 ზურა გირჩი ჯაფარიძე

1715178606

ახალი ამბები

ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიცია შეკრება-მანიფესტის დროს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს იყენებს

შსს-ს ვიდეოკადრების კოლაჟს ავრცელებს, სადაც ასახულია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე, აშშ-ში პოლიციის მიერ ხდე...

მსოფლიომსოფლიო