“თავი ყველას თავისუფალი ჰგონია, რადგან ქუჩაში ყვირილის უფლება აქვს“ - „ოქროს საწმისი“
მწერალი, თემურ კილაძე, რომლის წიგნი „ოქროს საწმისი“ ახლახან იტალიურმა გამომცემლობა „ალბატროსმა“ გამოსცა, სოციალურ ქსელში, წიგნში მოყვანილ იმ ციტატების შესახებ წერს, სადაც პუტინის დიქტატურა და რუსული ოკუპაციის შესახებ წერია.
„ოქროს საწმისი“ იტალიურ ენაზე გამოიცა და იტალიელი მკითხველი დეტალურად გაეცნობა, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, რომელმაც საქართველო სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა.
თემურ კილაძე: "ოქროს საწმისი" საქართველოში გამოვიდა 2016 წელს და არავინ არ (ვერ) მიაქცია ყურადღება. მაშინ დავაფიქსირე რომ პუტინი მკვლელია, არა აქვს მნიშვნელობა ვისი მკვლელია, ქართველების, უკრაინელების, სკრიპალების, ლიტვინენკოს!! ამ წიგნში ეგეთ პუჭურა მკვლელ დიქტატორებს ძალიან ცოტა ადგილი უკავიათ, მაგრამ ბობოლა ბობოლებს... მათ ყველას ერთი სახელი დავარქვი „სადამ ხუსეინი“, პატარა სადამი, დიდი სადამი, ავტომექანიკოსი სადამი... მხოლოდ ერთს ჰქვია ბუნჩულა ბაბუ, ხომ მიხვდით ვინაა ეს ბუნჩულა ბაბუ?!
ეს კი ამონარიდია ოქროს საწმისიდან:
“უკვე ის პერიოდია, როცა კომუნიზმი დამთავრდა. სტალინის არავის ეშინია და საფლავიდანაც კი ამოიღეს. თავი ყველას თავისუფალი ჰგონია, რადგან ქუჩაში ყვირილის უფლება აქვს.
უკვე ის პერიოდია, როცა ამბობდნენ, პუტინმა კაკებეშნიკი ლიტვინენკო პოლონიუმით მოწამლაო. უფრო სწორად, მეგობარს მოაწამლინაო. რისთვის არ ვიცი, მგონი, რაღაც თქვა თუ დაწერა. კიდევ კარგი, ეგეთი მეგობრები, მგონი, არ მყავს, თორემ ასეთის დაწერისთვის, ნეტავ, რას მიზამდნენ. ესეც ხომ თუთუნის გაზეთში გახვევა არაა.
ჰო, უკვე ორი ათას თხუთმეტი წელია, სხვაგან არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ხალხს არც ფული აქვს და არც საჭმელი. სამასი ათასზე მეტი შიმშილობს და უკვე ალაგ-ალაგ ისმის, სტალინი სჭირდება ქვეყანასო.
ბუნჩულა ბაბუ ეშმაკურად, ულვაშებში იღიმის.“ - წერს თემურ კილაძე.
სხვა სიახლეები:
1790099517
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...
1790098124
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...
1790095730
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...
1790093826
მსოფლიოერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. „ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტუ...
1790092023
მსოფლიოტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადე...



























