"წლების წინ ერთი ებრაელი კაცი გავიცანი, რომელმაც მითხრა: თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთი არ გიყვართ და ვერ იტანთო!" - ნიკო მიქაია
ყოფილი ძალოვანი ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში წერს:
"წლების წინ ერთი ებრაელი კაცი გავიცანი სამსახურში! დრო გვქონდა და ვილაპარაკეთ ცოტა! მაშინ მან ასეთი სიტყვები მითხრა:
საქართველო, რომ ჩვენი მიწა იყოს, ამაზე მაგარი სახელმწიფო ცოტა იქნებოდა მსოფლიოშიო!
გავბრაზდი მე და შევუღრინე, რატომ ამბობ მაგასთქო?
შენ ახლა ახალგაზრდა ხარ და შეიძლება ცოტა გაბრაზდი, მაგრამ დრო მოვა და მიხვდები, რომ მართალი ვარო!
ღმერთმა ყველაფერი მოგცათ, საოცრად მდიდარი მიწა, საოცარი გეოგრაფია და დიდი რესურსები, კულტურა გაქვთ უმაღლესი, ნიჭიერი ხალხი ხართ ძალიან, მაგრამ ვერ ცხოვრობთ მაინც ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეთ! რატომ ხდება ასე შენი აზრითო?
რუსეთი გვყავს გვერდით მტერი, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას-მეთქი-ისევ გაბრაზებულმა ვუპასუხე მე.
არა ნიკა! ეგეც თქვენი მთავარი პრობლემაა, რომ ყველაფერს სხვას აბრალებთ და საკუთარ ნაკლს ვერ ხედავთო! თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა და ნაკლი კი ის არის, რომ ერთმანეთი არ გიყვართ და ვერ იტანთო! სულ ცოტა ხნით ახერხებთ გაერთიანებას და მერე მშიერი მგლებივით ჭამთ ერთმანეთსო!
გავბრაზდი მაშინ ძალიან და აღარ გავუგრძელე ლაპარაკი!
ჰოდა აგერ თითქმის 11 წლის მერე ვრწმუნდები, რომ 100%-იანი იყო ეს კაცი! ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვძულს და ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ სამწუხაროდ! ყველამ ვიცით, რომ უკეთესი საქართველო გვინდა და ელემენტერალურად ვერ შევთანხმდით ვერასოდეს იმაზე, რომ კარგი სახელმწიფო ავაშენოთ!
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ ასეა ნამდვილად!",- წერს მიქაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793868400
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში, მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნი...
1793867707
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: შუა დერეფნის კონცეფცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვის, აზიისთვისაც და ამ კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია
„შუა დერეფნის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, აზიისთვის და ამ კონცეფციას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედ...
1793867491
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ჰარცელი, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს
„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....
1793866700
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ევროკომისიის ანგარიში იმ კრიზისს აჩვენებს, რაც ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტით
„სამწუხაროდ, ევროკომისიის ანგარიში დაწერილია არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ დოკუმენტი იმ კრიზისს აჩვენებს, რაც დღეს, ევროპულ სტრუქტურებში არსებობს და რაც გამოწვეულია ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდ...
1793866653
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, რასაც აკეთებენ, ეს არის არასწორი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი
„ევროკავშირი, როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და რიტორიკას არ ცვლის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს...


























