მარტო კვარა...

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი"-მ საბა საზონოვის "ტორინო"-ს უმასპინძლა. ნეაპოლელთათვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ მატჩი ნათლად გამოჩნდა ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთი ფეხბურთელი-ქართველი ვარსკვლავი გრძნობს. 

კვარაცხელიას ჩემპიონის რიგებში ჩატარებული მატჩებიდან, აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული იყო, სადაც ნეაპოლელთა სტატისტიკას მთლიანად ქართველი ქმნიდა. კვარა ყველგან იყო-ორივე ფლანგზე, ცენტრში, დაცვასა თუ შეტევაში, გოლის გატანას ცდილობდა ნებისმიერი მანძილიდან თუ სიტუაციიდან. 

ერთადერთი ვინც ბოლომდე გმირულად ებრძოლა ქართველ ფორვარდს სტუმართა სერბი კიპერი ვანია მილენკოვიჩ-სავიჩი იყო. მე-14 წუთზე პოლიტანოს კარგი გადაცემით კვარა ერთი ერთზე აღმოჩნდა, მაგრამ სერბმა შესანიშნავად ითამაშა. მეორე საგოლე მომენტი ხვიჩას ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე ჰქონდა, როცა თავით, ვარდნაში დაარტყა, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ქართველის და სტუმართა გოლკიპერის მესამე შეყრა უკვე ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის 61-ე წუთზე კვარაცხელიამ თავად წამოიწყო შეტევა, მარიო რუიმ გააგრძელა, რომელსაც ხვიჩა საჯარიმოში დროულად და იდეალურად გაეხსნა და ვარდნაში ზუსტად დაარტყა.

ნეაპოლელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. 64-ე წუთზე "ტორინო"-მ ტონი სანაბრიას ეფექტური მაკრატელათი გაათანაბრა - 1:1.

სტუმართა გოლის შემდეგ, კვარამ თავგანწირულად იბრძოლა, რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მილენკოვიჩ-სავიჩი მეტი გოლის გაშვებას აღარ აპირებდა. 76-ე წუთზე ხვიჩას გასანეიტრალებლად  "ტორინო" - ს რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ჩაერთო. კვარაცხელიამ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და ჯერ ცენტრში, ხოლო შემდეგ საპირისპირო ფლანგზე გადაინაცვლა და კიდევ უფრო ეფექტურად შეუტია "ტორინო" - ს კარს. შეხვედრის მიწურულს იყო ეპიზოდი, როდესაც ერთდროულად სტუმართა 6 ფეხბურთელი აღიმართა ქართველის შესაჩერებლად, მაგრამ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გამარჯვების წყურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად-1:1.

ქართველის შეფასება ყველა ავტორიტეტული ანალიტიკური ორგანიზაციის მიერ ტრადიციულად მაღალი იყო და მხოლოდ მატჩის გმირს "ტორინო" - ს მეკარე მილენკოვიჩ-სავიჩს ჩამორჩებოდა. მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ფრანჩესკო კალცონამაც აღნიშნა ქართველის ბრწყინვალე გარჯა:

"კვარა ჩემპიონია, ის პრაქტიკაშიც ახორციელებს იმას, რასაც ერთმანეთს ვეუბნებით კვირის განმავლობაში" 

"შედეგზე ვწუხვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშით. ჩვენ გვქონდა აბსოლუტური უპირატესობა, ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ, რადგან თუ ყოველთვის ასე ვითამაშებთ, შორს წავალთ .”

კალცონამ "ბარსელონა"-სთან მოახლოებულ მატჩზეც ისაუბრა:

"ჩვენ ვართ ნაპოლი და უნდა ვიცოდეთ ჩვენი ღირებულება. ჩვენ წავალთ ბარსელონაში, რომ ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება."

შემდეგ თამაშს "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე 12 მარტს "ბარსელონა"-ს წინააღმდეგ გამართავს და იმედია კვარაცხელიას გამარჯვების წყურვილს ნეაპოლელთა სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდებიან. 

08.03.2024 ნეაპოლი, სტადიონი "დიეგო არმანდო მარადონა"

"ნაპოლი"-"ტორინო" 1:1

გოლები: კვარაცხელია(61წთ)-სანაბრია(64წთ)

"ნაპოლი" : მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგარი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი (79' ოლივერა) ანგუისა, ლობოტკა (92' ლინდსტრომი), ზიელინსკი (67' ტრაორე) პოლიტანო (67' რასპადორი), კვარაცხელია, ოსიმენი.

მთ. მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა

 

" ტორინო" : მილინკოვიჩ-სავიჩი; ჯიჯი (67' საზონოვი), ბონჯორნო, მასინა; ბელანოვა (87' ლაზარო), ლინეტი (88' ვოევოდა), გინეიტისი, როდრიგესი; ვლასიჩი; პელეგრი (62' სანაბრია), ზაპატა.

მთ.მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: პარო

მსაჯი: ორსატო დი შიო

 

სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის ნეაპოლიდან

ია ლალუაშვილი 

ალექსანდრე ნიქაბაძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714284719

სოციალური მედია

„ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“ - გია მურღულია საზოგადოებას ბზობას ულოცავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლებ...

გია

1714250817

ახალი ამბები

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონი, წყნეთის გზატკეცილი 1 შეს.N3-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:20-დან 22:00-მდე წყლამომარგება შ...

წყალი შეწყდება

1714248787

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთ...

ბზობა

1714246371

ჰოროსკოპი

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი გეგმა, რომელზედაც დიდ იმედს ამყარებთ, შეიძლება არც ისე იდეალურად განხორციელდეს, როგორც გსურთ, თუმცა,...

ააა

1714241667

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები 29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, მსვლელ...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია