საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს

ისტორიაში პირველად შვიდკაცა რაგბი ევროპული თამაშების პროგრამაშია და მასში საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ევროპული თამაშები კრაკოვსა და მალოპოლსკაში გაიმართება. უშუალოდ შვიდკაცას ტურნირს 25-27 ივნისს მალოპოლსკა და შლიონსკი მასპინძლობს.

ვაჟთა ტურნირზე 12 ნაკრები იასპარეზებს: ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი.

ევროპულ თამაშებზე ასევე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურები გათაშდება.  სალიცენზიო 11 გუნდი (საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, ისედაც გასულია ოლიმპიადაზე) 1 პირდაპირი საგზურისთვის იბრძოლებს, რომელსაც ევროპული თამაშების გამარჯვებული (თუ ის საფრანგეთი არ იქნება) მიიღებს. მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები კი საკვალიფიკაციო რეპეშაჟში გადაერთვებიან. ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი ევროპულ გუნდებს 2022/23 წლების მსოფლიო რაგბის სერიიდანაც ექნებათ (საიდანაც 4 ნაკრები გადის), თუმცა საქართველო ამ ტურნირზე არ მონაწილეობს. ასე რომ, ჩვენთვის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი ევროპული თამაშებია. 

საქართველოს ნაკრები ასევე მონაწილეობა მიიღებს 2023 წლის რაგბი ევროპის შვიდკაცას ჩემპიონატზე, რომელიც ორ ეტაპად გაიმართება, 9-11 ივნისს ტურნირს პორტუგალიური ალგარვე უმასპინძლებს, ხოლო 7-9 ივლისს გერმანიის ქალაქი ჰამბურგი. ალგავრეს ეტაპზე რაგბი ევროპამ უკვე შეადგინა ჯგუფები:

A: ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა, ჩეხეთი
B: გერმანია, იტალია, საქართველო, რუმინეთი
C: საფრანგეთი, ბელგია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი

საქართველოს 7-ქალა ნაკრები კი  ევროპირველობის მეორე დივიზიონში, ალაფაზე ასევე ორ ეტაპს ითამაშებს: პირველს 16-18 ივნისს ზაგრები (ხორვატია) მიიღებს, მეორეს კი, 7-8 ივლისს – ბუდაპეშტი (უნგრეთი). ზაგრების ჯგუფებიც ცნობილია და C ჯგუფში საქართველო, უნგრეთი, ავსტრია, ბულგარეთი შეერკინებიან.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714895045

სოციალური მედია

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველო ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ყველასათვის საამაყო, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. იგი ასევე აქვეყნებს ფოტოს სადაც სამოსზე აქვს...

ააა

1714893035

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრ...

კობახიძე ტაძარში

1714890888

ახალი ამბები

5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა. ავტობუსები მგზავრებს 08:00-...

ავტობუსიიი

1714850284

ახალი ამბები

ბათუმში ავარიას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავარიას 4 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედიაც წერს. არსებული ცნობით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,