"ახლა სამსახურში დაღლილი ვზივარ და ვფიქრობ რა იქნება ხვალ, რა ბედი ელის ჩემს სამშობლოს და ჩემს უკრაინას" - კიევში მცხოვრები ქართველი შეფ-მზარეულის ემოციური პოსტი

უკრაინაში, კიევში მცხოვრები ქართველი შეფ-მზარეული ალექსანდრე ბაინდურაშვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება და სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, დავაპირე პასუხების მოწერა, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია... 

მეოთხე წელია კიევში ვცხოვრობ, ასეთი სიმშვიდე და სიჩუმე არ მახსოვს, განაბულია კიევი, გასუსული!

თან ბევრი სევდა და  დარდია ამ სიჩუმეში, თან დიდი იმედი ხვალინდელი დღისა!

ყველას თანაბრად გვინდა უკეთესი დღე გაგვითენდეს !

მჯერა ასეც იქნება !!!!!

არავის გვეგონა თუ გაბედავდა ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი ამხელა ომს.

ახლა სამსახურში დაღლილი ვზივარ და ვფიქრობ რა იქნება ხვალ, რა ბედი ელის ჩემს სამშობლოს და ჩემს უკრაინას.

ამ ომში თითქოს თანაბრად ვიბრძვით, ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა, ჩვენ ვგრძნობთ ამათ გასაჭირს და ამ შეგრძნებებში გათავისებულიც გვაქვს, რომ საქართველოსაც არ ელოდება კარგი მომავალი.!

დილას პირველი  ჩემი მეუფე ისაია შემეხმიანა, ერთმანეთს მოვესიყვარულეთ.

პირველი რაც ვუთხარი:

მეუფეო თურმე რამდენი სირთულე გაგივლიათ, რამდენი ტკივილი აიტანეთ აგვისტოს ომშითქო!

"ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება"

რუსეთი უნდა დასრულდეს!

სხვანაირად არც უკრაინას და არც საქართველოს ნათელი მომავალი არ გააჩნია.

ნუ აჰყვებით პანიკას, მთელი დღის მანძილზე კიევის თავზე თვითმფრინავის გადაფრენის ხმაც კი არ გამიგია.

არც ტანკებია კიევის სიახლოვეს.

დამიჯერეთ თქვენზე კარგად მაქვს გააზრებული ეს სიტუაცია, მაგრამ ხუმრობაც აუცილებელია.

ვინც პანიკაში იყო კიევიდან გაიქცა და მგონია მარტო ცოტა ჭკუამხიარულები და მაგები დავრჩით აქ! 

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

გმირებს დიდება!", - წერს ბაინდურაშვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. კიევში დღეიდან "კომენდანტის საათია" დაწესებული.

ამავე თემაზე:

🔳 ზურაბ გურული: პუტინი შეურაცხადია მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ შეშლილის იმპერია უნდა დასრულდეს

🔳 "რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, უკრაინაში მიმდინარე ომის გასაპროტესტებლად აქციებზე გამოსული, ასეულობით ადამიანი დააკავეს"- უცხოური მედია

🔳 "ახლა ვიცით, რომ რუსეთი ნამდვილად აგრესორია და მას შენი ქვეყანაც ოკუპირებული აქვსო" - ნანა გეგეჭკორი ამერიკელ კოლეგებზე წერს

🔳 "პუტინი აგრესორია, ახლა კი შედეგებს მიიღებენ" - ჯო ბაიდენი

🔳 რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგურში მომუშავე პერსონალი მძევლებად აიყვანეს

🔳 ბრიტანეთმა რუსული აქტივები გაყინა - ბორის ჯონსონმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716017692

ახალი ამბები

„სრულყოფილებამდე მისვლა შეუძლია“ - კალცონა კვარაცხელიას გოლის შემდეგ

„ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ფიორენტინოს“ კარში გატანილ ეფექტურ გოლს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „კვარას“ შეუძლია, სრულყოფილებამდე დაიხვეწოს. „კვარა“ მნიშვნელოვანი მ...

კვარაცხელია

1716014859

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ევროპაში შიდა პრობლემებია - იქაც სერიოზული ზეწოლაა, რის გამოც საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესებისათვის სერიოზული ბრძოლა უწევთ ქვეყნებს

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროპაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა - არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ მოექცნენ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ....

პოლიტიკოსები

1716013865

ახალი ამბები

გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

,,21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება," – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გ...

ზოგადი

1716013125

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლო...

მზიანი ამინდი

1715978455

საზოგადოება

„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო

„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...

თბილისითბილისი