კიევიდან კიბოთი დაავადებული რამდენიმე ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა, ნაწილის მდგომარეობა ევაკუაციას არ ექვემდებარება
კიევიდან კიბოთი დაავადებული რამდენიმე ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ევაკუირებულთა რიცხვს 4 შეადგენს, თუმცა მათი რაოდენობა მეტია.
კიბოთი დაავადებული ოთხი ბავშვი და მათი ოჯახები, სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული კიევიდან, გუშინ ღამით უკრაინის ქალაქ ტერნოპილში, რადგან კიევი "ზედმეტად საშიში" გახდა.
კიბოს ინსტიტუტში 25, ხოლო ნეიროქირურგიის ინსტიტუტში 20 ბავშვი დარჩა, რადგან მათი მდგომარეობა არ ექვემდებარებოდა ტრანსპორტირებას.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Soleterre Foundation-მა განაცხადა, რომელიც 2003 წლიდან მუშაობს უკრაინაში სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარების ცენტრში.
„კიევში ყოფნა უსაფრთხო აღარ არის, დაბომბვები გრძელდება და ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობა საფრთხეშია. ჩვენი თავშესაფრის სარდაფი, ძალიან სახიფათოა, ბავშვები შეშინებულები არიან და ჩვენი პრიორიტეტია მათი განრიდება, რათა უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო მკურნალობა. ამ მიზეზით, 24 თებერვლის ღამეს გადავწყვიტეთ პირველი 4 ოჯახის გადაუდებელი ევაკუაცია ტერნოპოლის თავშესაფრიდან, სადაც არის საავადმყოფო, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს პაციენტებზე ზრუნვა.“
„ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები - ებრძვიან ორ ომს: ერთი კიბოს და მეორე რუსეთის შემოსევას.“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
📌 “თავი ყველას თავისუფალი ჰგონია, რადგან ქუჩაში ყვირილის უფლება აქვს“ - „ოქროს საწმისი“
1790099517
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...
1790098124
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...
1790095730
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...
1790093826
მსოფლიოერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. „ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტუ...
1790092023
მსოფლიოტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადე...



























