უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე თხოვნით მიმართა

უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით მიმართა.

ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ადასტურებს.

მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ "თავისუფლების ფრთები" მოითხოვა, რაც სრულად გასაგებია, თუმცა, ოლონგრენის თქმით, ეს რთული პროცესია.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ F-16-ების ხელმისაწვდომობა აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან და სერიოზულად უნდა შევხედოთ მოსალოდნელ შედეგებს. არ შეიძლება, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ამ საკითხზე გულწრფელები უნდა ვიყოთ", – აღნიშნა მინისტრმა.

20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს.

"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას.

მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა უკრაინას ტანკები მიაწოდეს, კიევი დასავლეთს სთხოვდა მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები მიეწოდებინა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, პილოტებს F-16-ების მართვის შესასწავლად დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა

* „ოთხი დის საფიცარო, როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს და დედაშენს“ - ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა

1714138039

საზოგადოება

27-28 აპრილის ამინდის პროგნოზი

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. თბილისში შენარჩუნებული ი...

ააა

1714137042

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ააა

1714136818

მსოფლიო

აზერბაიჯანს შეუძლია ევროპაში გაზის ექსპორტის მოცულობა 5 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს

„აზერბაიჯანში მწვანე ენერგიის განვითარება შეამცირებს გაზის მოხმარებას მინიმუმ 5 მილიარდი კუბური მეტრით, რომლის ექსპორტიც ევროპაშია შესაძლებელი“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გ...

ააა

1714133732

სოციალური მედია

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ, როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის, დე...“- ბაღდათში სტიქიით შედეგად დაღუპულ დებს 15 წელი შეუსრულდებოდათ

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, 7 თებერვალს ტყუპი დების, ანა და ქეთი რობაქიძეების სიცოცხლე ემსხვერპლა. მეწყრის შედეგად ასევე გარდაიცვალა ტყუპების მამა დ...

ბაღდათში სტიქიით შედეგად დაღუპულ დებ