უკრაინის რუსული ეკლესიის ჩერკასის მიტროპოლიტი თეოდოსი სასამართლოზე სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით წარდგება

უკრაინის რუსული ეკლესიის ჩერკასის მიტროპოლიტი თეოდოსი სასამართლოზე სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით წარდგება.
ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.
“უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეაგროვა უტყუარი მტკიცებულებები ჩერკასის ეპარქიის მეთაურის დანაშაულის შესახებ.
სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს შორის საჯარო განცხადებებში და ოფიციალურ კომენტარებში მიტროპოლიტი ავრცელებს მოწოდებებს, რომლებიც არღვევს მოქალაქეთა თანასწორობას მათი რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური და რწმენის მიხედვით.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ მისი ხელმძღვანელობით ეპარქიის უწყებრივი ვებგვერდის ადმინისტრატორი აქვეყნებდა მტრულ მასალებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პროპაგანდისტული საიტებიდან, მათ შორის "patriarchia.ru" და "pravmir.ru". ამ პუბლიკაციებში აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლები ავრცელებდნენ რასიზმის იდეებს და კრემლის რეჟიმის პოპულარიზაციას. ამრიგად, მათ ხელი შეუწყვეს რეგიონში შიდა ვითარების გამწვავებას რელიგიური მტრობის გაღვივებით.
მიტროპოლიტის რეზიდენციისა და ეპარქიის შენობის ჩხრეკისას სამართალდაცავებმა აღმოაჩინეს:
კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები;
ქსელის მონაცემთა ბაზა;
კრიმინალური ქმედებების დამადასტურებელი ბეჭდური მასალები.
ამჟამად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის - მოსკოვის საპატრიარქოს ჩერკასის ეპარქიის ხელმძღვანელს ეცნობა ბრალის წაყენების შესახებ. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლიყ (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რელიგიური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, ინვალიდობის და სხვა საფუძვლების მიხედვით).
გამოძიება ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს.
საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები ჩერკასის რაიონში უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით ჩაატარეს” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსალოდნელი სასჯელი, რომელსაც უკრაინის სასამართლო ჩერკასის მიტროპოლიტს შეუფარდებს უკეთეს შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა, უარეს შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევა და რუსეთში დეპორტაცია იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩერკასის მიტროპოლიტი თეოდოსი უკრაინის რუსული ეკლესიის კიევის სემინარიის ლექტორია.
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
ასევე დაგაინტერესებთ:
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...