ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ კლიენტს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან

ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევა კაილი პატიმრობაში, სულ მცირე, 2 თვით დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

მისი ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ევროპარლამენტარი გაეთავისუფლებინათ და მისი გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებულიყო.

გარდა ამისა, იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტა მეცოლას, რომ ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - კამერაში ცივა, ხოლო მას კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას.

საუბარი არ არის სასამართლო გამოძიებაზე, რომელსაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს. საუბარია პატიმრობის პირობებზე, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ კანონის უზენაესობასთან. ამიტომ ვთხოვთ პრეზიდენტ მეცოლას მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა კაილის ადვოკატის ბრალდებები სიმართლეს. ჩვენი დემოკრატიის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვმართავთ ასეთ სიტუაციას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა, მასიმილიანო სმერილიმ.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა.

ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "გვერდიდან ეს ყველაფერი ისე მძიმე დასანახია, სულ გგონია" - რას წერს პეტრე კოლხი?

* საპატრიარქო მრევლს თხოვნით მიმართავს - რა წერია განცხადებაში?

* "მტკიცედ უნდა გავაგებინოთ ევროპა-ამერიკას, რომ სააკაშვილი მსხვერპლი არაა - ახლა კი უბრალოდ ვიტყვი, რომ „თავისუფლების მოედანი“ კვლავ გაივსება"   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756048158

ახალი ამბები

მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

 მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ....

მდინარემდინარე

1756045972

ახალი ამბები

პატრიარქი: სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ...

პატრიარქი

1756043225

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა

 რუსეთის პრეზიდენტი მომდევნო კვირაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებსინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში რუსეთის მთავრობის დელეგაციასთან ერთად...

პუტინი

1756039505

ახალი ამბები

თუშეთში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

 თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშე...

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1756038119

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინის ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გ...

საგარეო