თუ ეს დასჭირდება რუსეთსა და ბელარუსს, ჯარი იქ იქნება - ლუკაშენკო
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელმაც მანამდე უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, მოგვიანებით განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“ ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება.
„ჩვენი ჯარი იქ არ იმყოფება, მაგრამ თუ ეს დასჭირდება რუსეთსა და ბელარუსს, ჯარი იქ იქნება“, - მოჰყავს ლუკაშენკოს გამონათქვამი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს მოჰყავს.
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 24 თებერვალს დამოუკიდებლობის სასახლეში სამხედრო საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის დროს მან სთხოვა პუტინს, რომ ერთობლივ წვრთნაში, „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში, მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან გადასროლილი სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი ბელარუსში დაეტოვებინა.
„მოსკოვში ბოლო შეხვედრის დროს, მე პირადად შევთავაზე პუტინს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილის დატოვება ბელარუსის სამხრეთში. რატომ? მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მზად, ამ შემთხვევაში დაგვეცვა სამხრეთის მიმართულება, რადგან უკრაინული სამხედრო ნაწილები - სამხედრო და არა სასაზღვრო - საზღვრისკენ დაიძრნენ და იქ მანევრები წამოიწყეს. ჩვენ ამას ვხედავდით, მაგრამ იქ ჩვენ ჯარი არასოდეს გვყოლია. ამიტომ მე შევთავაზე [პუტინს] დაეტოვებინა რუსეთის ჯარის მცირე ნაწილი სამხრეთ საზღვარზე მანამ, სანამ მათ არ ჩავანაცვლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალებით“, - განაცხადა 24 თებერვალს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
მანამდე უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.
ასევე წაიკითხეთ:
🔵უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქში შევიდნენ
🔵რუსულ საფონდო ბირჟაზე რეკორდული ვარდნაა - კომპანიებმა 250 მილიარდი დოლარით იზარალეს
🔵უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს - უკრაინული მედია
1785261920
მსოფლიოფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტის „ასობით მილიარდი ევროთი“ შემცირებას მოითხოვს - Politico
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი, თითქმის 2 ტრილიონი ევროს მოცულობის ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს. მერცის გ...
1785260838
ახალი ამბებიუკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ - 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღ...
1785258165
მსოფლიოტრამპი ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე: ბიბი არ მჭირდება იმისთვის, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე დაზვერვის შესახებ ცნობები მივიღო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრამდე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება. თეთრი სახლის ლიდერი...
1785256853
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...
1785255295
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტ...































