თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. უსახლკაროდ დარჩენილების ნაწილი ღია ცის ქვეშაა. 

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ამ დროისთვის დასტურდება 1500–მდე ადამიანის დაღუპვა, 430–ის სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 380-ზე მეტი კი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.

დაღუპულთა შორისაა საქართველოს ორი მოქალაქე.

ამასთან, მზარდია დაშავებულთა რაოდენობაც. ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი თურქეთში 7 600-ს აღწევს, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 1 300-ს.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა.

სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა.

მას მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, თუმცა შუადღისას 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.

ვარაუდობენ, რომ მონაცემები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, კლიმატური პირობები ართულებს უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან, დღეს თურქეთში ყინვას პროგნოზირებენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების მდგომარეობას.

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დახმარებისთვის მზაობა 45–მა ქვეყანამ, ევროკავშირმა და ნატომ გამოხატა, მათ შორისაა საქართველო. ქართველ მაშველთა ჯგუფი ტექნიკასთან ერთად გაემგზავრა თურქეთისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* გიორგი ჯანჯღავა: ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დახმარების ხელი გამოუწოდა თურქეთს

* "ერთიანობის დროა - შემიძლია ორი ოჯახი მივიღო სტიქიის ზონიდან" - თურქეთში მოქალაქეები ღია ცის ქვეშ დარჩენილებს, თავშესაფრად, საკუთარ სახლებს სთავაზობენ

* "ყურადღება! ყურადღება!!! ვინც ხართ თურქეთში - სტიქიის ზონაში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი"

* საგარეო უწყება: მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769966581

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე

პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...

იაგო ხვიჩია

1769964496

საზოგადოება

პრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას

ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში....

ირაკლი კობახიძე

1769962100

ახალი ამბები

თბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა

თბილისში 58 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.  გარდაცვლილი თელავის მცხოვრები იყო, თუმცა თბილისში მუშაობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ...

პოლიცია პატრული

1769960446

საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო...

გივი მიქანაძე

1769958424

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით

რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით....

გივი მიქანაძე