გიორგი ჯანჯღავა: ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დახმარების ხელი გამოუწოდა თურქეთს
"ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დახმარების ხელი გამოუწოდა თურქეთს. ეს არის ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიულ პარტნიორობა", - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ზუსტად ასევე ეხმარება თურქეთი საქართველოს, ვახსენოთ თუნდაც ხანძრების თემა.
ჩვენი უკვე დაკომპლექტებული სამაშველო კორპუსი უკვე გამოემგზავრა საქართველოდან თურქეთში სპეცტექნიკით.
თურქეთს პირველ რიგში ეს დახმარება სჭირდება.
ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა თურქეთში საქართველოს ამ ნაბიჯმა“, - განაცხადა ჯანჯღავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.
მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა.
ამავე თემაზე:
* კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - 7,5 მაგნიტუდის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა
* პრემიერის დავალებით საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ
1769970671
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ფასების რეგულირებაზე: გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე
გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველა...
1769969346
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის
ჩვენი მხრიდან მოხდა დაახლოებით 9 ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს ფასის გაძვირებაზე პირდაპირ ეფექტს. ჩვენ ძალიან გულწრფელად და პირდაპირ წარვუდგინეთ ამ კვლევის შედეგები კერძო სექტორის წარმომადგე...
1769967692
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხაელ გალერი უპატივცემულობას გამოხატავს. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხაელ...
1769967190
საზოგადოებაპრემიერი: მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის
მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც მ...
1769966581
საზოგადოებაიაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...


























