არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს.

ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან:

მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე და „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, აღნიშნულ სამ კანდიდატს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს რეკომენდაციას.

„ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატები ნამდვილად იმსახურებენ მაღალ პროფესიონალურ ნდობას, საზოგადოებრივ ნდობას, ისინი ნამდვილად გამოირჩევიან თავისი მიუკერძოებლობით, დამოუკიდებლობით და პროფესიონალიზმით.

შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვუჭერთ მხარს ამ კანდიდატებს, ჩემი ორგანიზაციის სახელით, შემიძლია, დავადასტურო, რომ ნამდვილად ამ ადამიანებს ამ კრიტერიუმების მიხედვით ვენდობით.

იცნობს საზოგადოება მათ საქმიანობას და მათ ქმედებებს ამ მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენს ნდობას ნამდვილად იმსახურებენ. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ პროცესებს, ორ დღეში სრულდება საბუთების მიღების ვადა და საბუთების მიღების შემდეგ იწყება ჯერ შეფასების ჯგუფის, შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი, რაც პრინციპში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ შეთანხმება, რადგან არც ერთ სუბიექტს ერთპიროვნულად არ აქვს საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება.

უნდა შეთანხმდნენ კანდიდატებთან დაკავშირებით, უნდა შედგეს კონსენსუსი და ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ შედგება შეთანხმება სწორედაც იმ კანდიდატებზე, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ.

ისინი ნამდვილად აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

 * "ქართველები და აფხაზები შევძლებთ ოდესმე ამ დღის ერთად აღნიშვნას?" - უჩა ნანუაშვილი

* "აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ, რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი - ვისაც ვაწყენინე ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ესაა სიმართლე"

* გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714246371

ჰოროსკოპი

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი გეგმა, რომელზედაც დიდ იმედს ამყარებთ, შეიძლება არც ისე იდეალურად განხორციელდეს, როგორც გსურთ, თუმცა,...

ააა

1714241667

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები 29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, მსვლელ...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია

1714239439

სოციალური მედია

კახა კალაძე რეპერ Masteri-ს ახალ კომპოზიციას - „ჩემი დროშაა ჯერ“ აზიარებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში რეპერ Masteri-ს ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „ჩემი დროშაა ჯერ“ გააზიარა.      

⭕	კახა კალაძე რეპერ Masteri-ს ახალ კომპოზიციას - „ჩემი დროშაა ჯერ“ აზიარებს

1714239118

სპორტი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელია

გურამ თუშიშვილმა (+100კგ) ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  თუშიშვილმა ფინალური ორთაბრძოლა ინდივიდუალური ათლეტის სახელით მოასპარეზე ილან ტასოევთან დათ...

გურამ თუშიშვილი

1714237741

ახალი ამბები

„ევროპარლამენტმა „ენჯეოების“ წერილის საფუძველზე 2016 წელს მთავრობას რეკომენდაცია მისცა, პატრიარქისთვის საჯაროდ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება შეეზღუდა“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონი...

ალექსანდრე გალდავა