"აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ, რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი - ვისაც ვაწყენინე ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ესაა სიმართლე"

 "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და იმ მიზეზებზე წერს, თუ რატომ დაეცა სოხუმი.

"სოხუმის დაცემა ათასწლეულები გაჰყვება ჩვენს ისტორიას შეუხორცებელ იარად.

ჩვენ გვიყვარს ყველა ტრაგედიის სხვაზე გადაბრალება, რათა პირად პასუხისმგებლობას დავუძვრეთ და ესაა მიზეზი რომ დღეს სახელმწიფოს მაგივრად მსოფლიოს კუდში—მაჩანჩალა სადეზერტირეთი გვაქვს.

მოკლედ სოხუმი და აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ, რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი.

საბედისწერო გამოდგა არა მარტო პრეზიდენტ გამსახურდიას ბანდიტურად დამხობა, არამედ მისი უდროო დროს დაბრუნებაც საქართველოში,როცა წყდებოდა ომის ბედი.

როგორც კი დაინახა შევარდნაძემ ზუგდიდში ჩამოსული გამსახურდია, იმ წუთას გადაწყვიტა აფხაზეთის ჩაბარება, ასე რომ ეს სალოცავი მიწა და ხალხი ამ ორი პიროვნების სკამისთვის ბრძოლასაც შეეწირა.

რომ არა ეს საბედისწერო ჩვენი შეცოდებანი ვერავითარი რუსი თუ კართაგენელი ვერ შესძლებდა სოხუმის აღებას და აფხაზეთის მოგლეჯას.

ვისაც ვაწყენინე რა თქმა უნდა ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ესაა სიმართლე", – წერს შალვა ნათელაშვილი.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა!" - პეტრე ცისკარიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715371554

ჰოროსკოპი

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს, შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა...

22 ნოემბერი

1715369079

ახალი ამბები

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც შუქი მთელი დღით გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონი...

შუქი დენი

1715367020

ახალი ამბები

„ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს - ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი“, - ამის შე...

 ირაკლი კობახიძე

1715364760

საზოგადოება

გოგი ჩიქოვანი: ტყუილია, თითქოს მე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დავტოვეთ სამსახური

„არ დაიჯეროთ ჩემი სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას. როგ...

გოგი ჩიქოვანი

1715364510

ახალი ამბები

„მთავარი დავალება იყო პოლიციელების გაღიზიანება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება“ - შსს 8-9 მაისის აქციებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8-9 მაისის აქციებზე 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ასაჯაროებს ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, მან კონკრეტული პოლიტიკური ლი...

შსსშსსშსს