ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან ძალადობა პოლიციის მიმართაც სცადა და სამართალდამცველის დაჭრაც სურდა.

საბერძნეთის ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებული მომხდარის შემდეგ სკოლის სარდაფში იმალებოდა. მისი ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის იარაღი - ჩაქუჩი და ორი დანა, ასევე ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი.

მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. თავდამსხმელის უმცროს ძმას კონფლიქტი ჰქონდა ამავე სკოლის მოსწავლე ნიგერიელ მოზარდთან, რის გამოც 19 წლის ქართველი მას სასტიკად გაუსწორდა.

მას ბრალი სერიული განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ნარკოტიკისა და ცივი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს.

ინფორმაციას, მთავარი არხი ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714152603

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში...

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე