"კიდევ ერთი ემიგრანტის მონატრების ტკივილით დამძიმებული გულის ძგერა შეწყდა უცხო მიწაზე…"

ახლახან ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას "მეგა ტვ" ავრცელებს

“კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა დაასრულა სიცოცხლე უცხო მიწაზე…

კიდევ ერთი ემიგრანტის მონატრების ტკივილით დამძიმებული გულის ძგერა შეწყდა უცხო მიწაზე….

ვისაც კი ერთხელ მაინც უნახავს,
ვერასოდეს ვერ დაივიწყებს მის მხიარულ,
იუმორით სავსე სახეს…

ვერასოდეს დაივიწყებს მის ლამაზ სიცილს,
რომლის მიღმაც ყველა ემიგრანტისთვის ნაცნობი სევდა და ტკივილი იმალებოდა…
როგორ მიმძიმს შენზე წარსულში საუბარი…
სიტყვებს ვერ ვპოულობ, სულ ვფიქრობდი რომ შენ შეძლებდი,შენ იბრძოლებდი და გაიმარჯვებდი…

მთელი ოცდაათი წელი სწორედ ასეთს გიცნობდი,
მებრძოლს,
კარგ მეგობარს,
მზრუნველ დედას,
მოსიყვარულე ბებიას!!!
 
,,როდის იქნება რუსთავში რომ დავბრუნდებით და ტირიფის ქვეშ ყავას რომ დავლევთ”-ო,მეტყოდი ხოლმე…

ეს ზღვაში წვეთია ჩემო კარგო….
მხოლოდ უფალმა იცის რამდენი უთქმელი ოცნება დაგრჩა აუსრულებელი…

მხოლოდ უფალმა იცის რა გაწუხებდა,რას დარდობდი,რა გტკიოდა და ამ ყველაფერს შენი მხიარული ხასიათის მიღმა მალავდი.
არავინ ვიცით რა იქნება ხვალ, მაგრამ მჯერა,რომ არასოდეს დაგივიწყებთ,სულ მუდამ ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გვემახსოვრები,
როგორიც იყავი…

შენ ძალიან ბევრი მეგობრის ცრემლი გაიყოლე, რომლებიც სულ გკითხულობდნენ….
მშვიდად განისვენოს შენმა მონატრების ტკივილით და დარდით დაღლილმა სულმა ჩვენო მედიკო
(ლარისა)!!!
 
პ.ს.

ნურავის შეგშურდებათ ემიგრანტის ღიმილიანი სახით გადაღებული სურათი, არავინ იცით რას გრძნობს მისი გული,როცა სახე უღიმის…
არავინ ვიცით რა გველის ხვალ,
ვინ ვიქნებით შემდეგი!!!

უფალი გვფარავდეს ყველას უცხო მიწაზე. ყველა ემიგრანტს მშვიდობით დაბრუნება!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე