5 ცვლილება, რომელიც ივნისიდან შევიდა ძალაში

2023 წლის ივნისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც მოქალაქეებს, ასევე კონკრეტულ ბიზნესსუბიექტებს:

1) სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1 ივნისამდე დანერგოს.

ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირას და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე.

ამასთან, HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაზე, ბურბუშელას წარმოებაზე, ფქვილის, ბურღულეულის წარმოებაზე, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაციაზე, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოებაზე; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოებაზე, პურის დისტრიბუციაზე, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობაზე, საკონდიტრო წარმოებაზე, შოკოლადის წარმოება, წისქვილი; საკონსერვო წარმოებაზე; სუნელ-სანელებლების წარმოებაზე, დაფასოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; საკვებდანამატების წარმოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოებაზე, დაფნის ფოთლის წარმოებაზე, რეალიზაციაზე; უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოებაზე, ყავის და ჩაის გადამუშავებაზე, რეალიზაციაზე, დისტრიბუციაზე, ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე; შაქრის, მარილის წარმოებაზე; გამომშრალი ხილის წარმოებაზე, ჩიფსის წარმოებაზე.

2) საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება

საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას. ამასთან, ბიზნესსექტორის და მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, შეჯერდნენ ისეთ პირობებზე, რომ პურზე ფასის ზრდაც არ არის მოსალოდნელი.

3) 1 ივნისიდან დამსაქმებლებს ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

მთავრობამ "ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს რეგლამენტი ადგენს. ძირითად, უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა-გადატანასთან (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

4) 1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.

"სასურსათო დანამატების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ სადღეღამისო მოხმარების მაქსიმალურ რაოდენობას; უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესს.

5) A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

დედაქალაქში A კატეგორიის ტაქსებზე ლიცენზია უკვე 2 თვეა განსხვავებული პრინციპით გაიცემა. 1 აპრილიდან ამ ტიპის ლიცენზიას მხოლოდ ის იღებს, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.

წყარო: tv9news.ge, საქართველოს მთავრობა; თბილისის მერია.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე

1714143599

სოციალური მედია

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომენტარის შემდეგ?

25 აპრილს, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.  „ვაი მე! სად...

ნატალია და ზურა ყიფშიძე

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა