„ქართული ღირსებისთვის არ არის საკმარისი კვარაცხელია, სურგულაძე და ბურჭულაძე, ამიტომ გთხოვთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ქართველს, ერთად ვიბრძოლოთ ამ ფაქტის წინაშე“ - ლია გვიჩიანი

ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემების დაძლევის მიზნით, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საემიგრაციო ქვეყნებში გაზრდილი დიასპორა კი თვითგადარჩენის და დამკვიდრების ახალ სტანდარტებს და დაუწერელ კანონებს აწესებს, რომლის კონტროლიც ფაქტობრივად შეუძლებელია.

იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც დღეს ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა თავმოყრილი. თვითრეგულაციის პრინციპით ემიგრაციაში დამკვიდრდა ე.წ. „დამსაქმებლის“ და ბინის გაქირავების ინსტიტუტი, რომელიც კანონის გვერდის ავლით ხორციელდება. 

უსამსახუროდ დარჩენილი ემიგრანტი ქალები, ახალი სამსახურის შოვნამდე, თავს ე.წ. ქართველების ბინებში აფარებენ. ხშირ შემთხვევაში კი ბინის მეპატრონეებისგან, სოლიდური თანხის სანაცვლოდ დასაქმების გარანტიებსაც იღებენ. 

Exclusivetv.ge არსებობის დღიდან აქტიურად აშუქებს იმ საკითხებს, რომელიც ემიგრაციის მძიმე ტვირთად იქცა. საემიგრაციო მედიაპლატფორმამ არაერთი სტატია და ჟურნალისტური თემა მიუძღვნა იმ ტაბუ დადებულ თემებს, რომელიც წლების მანძილზე ემიგრანტების მთავარ პრობლემას - ე.წ. არალეგალურ დასაქმებას უკავშირდება.

Exclusivetv.ge ერთგული მკითხველი და რესპონდენტი ლია სიდონია გვიჩიანი დაუკავშირდა, რომელიც ღიად ამხელს დამსაქმებლებს და ცდილობს ამ ფორმით ხელი შეუშალოს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების მანძილზე არსებობს. 

„ქართული მასმედია იტალიაში.

Associazione Georgiana Merani • ქართული ასოციაცია მერანი 

Exclusive tv-khatuna sharadze

"KN TV" qeti nogieva.

მოგესალმებით მეგობრებო❗️❗️❗️

მოგმართავთ თხოვნით ყველა ქართულ მედიას იტალიაში❗️

მივესალმები თქვენს ღვაწლს და თავდადებას, რასაც აკეთებთ მედიის სფეროში. მოხარული ვარ რომ განიხილავთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სპორტს, ისტორიას, მაგრამ ჩვენ როგორც გადმოხვეწილები უცხო მიწაზე, გვავიწყდება უმთავრესი ფაქტორი, რომელიც შეეხება ემიგრანტების დასაქმებას იტალიაში, ქართველები ჩამოდიან სამუშაოდ და აქ აწყდებიან უამრავ პრობლემებს ვაიდამსაქმებლების ხელში. ქართველი ემიგრანტებისთვის მთავარი დასაქმებაა და დანარჩენი სხვა მეორეხარისხოვანი. ყველას მოგვეხსენება თუ რა წნეხში ექცევიან ისინი და ვინ იცის რამდენია ამ წუთში ამ მდგომარეობაში, ყველამ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ამ პოზიციაზე და გავიხსენოთ ჩვენი ემიგრანტობის პირველი ნაბიჯები.

მართლა აუტანელი და სამარცხვინო გახდა ამ ვაიდამსაქმებლების პარპაში. ჩვენ ქართველებმა ამ სირცხვილის ლაქას თუ არ მოვიწმინდეთ, დღითი დღე მივექანებით ჭაობისკენ ეს თუ არ ამოიფხვრება.

ქართული ღირსებისთვის არ არის საკმარისი კვარაცხელია, სურგულაძე და ბურჭულაძე, ამიტომ გთხოვთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ქართველს, ერთად ვიბრძოლოთ ამ ფაქტის წინაშე.

ძალა ერთობაშია❗️❗️❗️“ - გვწერს ლია სიდონის გვიჩიანი.

ამავე თემაზე:

📌  ქართველი ემიგრანტები ქართველ "დამსაქმებელს" და მის იტალიელ პარტნიორს “ტრეფიკინგსა” და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, იტალიელმა დამსაქმებელმა კი მათ ბულინგისა და ცილისწამების გამო უჩივლა

📌 ჰქონდა თუ არა, საქართველოს საკონსულოს იტალიაში, ქართველი "დამსაქმებლის" ლიკა გალუსტაშვილის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ქართველი ემიგრანტები ერთგვარ "ტრეფიკინგში" და არაადამიანურ მოპყრობაში ედავებიან

📌 თაღლითური სქემები იტალიაში - ლია გვიჩიანი ქართველ დამსაქმებლებს ამხელს!

📌 "არ გაბედო და აქ სამსახურების გაყიდვა არ დაიწყო, არ შებღალო აქაური წმინდა ქართული თანადგომა და ურთიერთობა... არ გაპატიებთ❗️❗️❗️"

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1686253094

ემიგრაცია

საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის  გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...

ზოგადი

1686165381

სპორტი

15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი! 

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...

wrest

1686147510

ემიგრაცია

რა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა:  „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...

იტალია

1686080217

სპორტი

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...

soccer

1686054294

სპორტი

საფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...

soccer