„რატომ ილანძღებით და „იფურთხებით“ იტალიელების მისამართით?! თქვენ მართლა არ იცით ესენი როგორ შრომობენ, არ გინახავთ“ - ემიგრანტის წერილი
ხშირად ემიგრანტებს შორის ცხარე კამათი და დებატები იმართება. ნაწილი მიმღები ქვეყნის მადლიერია და ყველა გამოწვევას ნორმად იღებს, ხოლო ნაწილთა აზრით მათი, როგორც ემიგრანტების ცხოვრება მძიმეა და საემიგრაციო ქვეყნის წარმომადგენლებს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ერთ-ერთმა მადლიერმა ემიგრანტმა, ლელა ხატიაშვილმა, რომელიც იტალიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში საკუთარი ისტორია გაავრცელა, სადაც ის იტალიელი ხალხის შრომისუნარიანობის და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებების შესახებ საუბრობს.
ჩვენს მკითხველს ლელა ხატიაშვილის წერილს უცვლელად ვთავაზობთ:
„დილა მშვიდობისა დედამიწის მკვიდრნო! დილის 5 ნახევარზე ვდგები სწრაფად ვიმზადებ ყავას ვიცვამ და სამუშაოდ მზად ვარ. ხილის შემფუთავ საწარმოში ვმუშაობ, ერთადერთი ქართველი ვარ! სამუშაო საათი არის 9 საათი, ვიწყებთ 6 საათზე, შემდეგ 9 საათზე ვისვენებთ 10 წუთი, შემდეგ პირველის ნახევარზე 15 წუთი არის შესვენება და ისევ ვაგრძელებთ, გაუჩერებლად, ტემპში ხილს ვაფასოებ და ვფუთავ. ერთ ადგილას ვდგავართ ხან ერთ ფეხზე ხან მეორეზე, მე არ ვწუწუნებ, უფრო სწორად როგორ დავიწუწუნო? ჩემს გვერდი 70 წლის ქალები დგანან 30 წლიანი სტაჟით, აგრეთვე მუშაობენ 23 გოგო-ბიჭები, სასწაულად ყოჩაღები არიან.
არ ვიცი, ახლა მეცინება თორემ რა არის სასაცილო, მე ისეთი მივდივარ სახლში ბალიში მახატია სახეზე, ეს ქალები მოწესრიგებულები კოხტად სპორტულად, სახეზე, თვალზე წასმული, ისეთი ხალისი და ენერგია მოდის მათგან ხოლმე, საკუთარ თავს ვეუბნები, - ლელა შენ რა ეშმაკი გკლავს? წელი, ფეხი საშინლად მტკივა ხოლმე, ესენი კიდე დაფრინავენ ხალხო! ასე რომ საკუთარ თავს ასე ვამხნევებ, არაააა!! ვერ მაჯობებთ, დედას გიტირებთ ბოლომდე ვიდგები მეც თქვენთან ერთად!
იქიდან კი როგორც გამოვალ ხოლმე ვაი დედა! ვუი დედა გამიდის! ამ ქალაქის 70 პროცენტი იქ მუშაობს ზოგი ვენახებში, ზოგი ხილის ბაღებში ზოგი კი როგორც მე უკვე საწარმოში, ასე რომ ესენი რომ ამბობდნენ არც ჩვენთვის ცვივა ციდანო, მართლა ასეა.
მუშათა კლასისთვის, ანაზღაურება 58 ევროა, მე აქ მომვლელადაც ვიმუშავე, დალაგებაზეც დავდივარ კვირას როცა ვისვენებთ, ძიძადაც. არც ფრჩხილი მიძლებს, არც დავარცხნილი თმა, სულ გიჟივით ვარ. კეთილი შურით შურს ჩემს თვალებს ვიდეოებს რომ სდებთ გრძელი ფრჩხილებით მორთულ-მოკაზმულები, მერე ეს ცეკვა ხოოო!
მარტო ეს გამაგებინეთ, რატომღა ილანძღებით და „იფურთხებით“ იტალიელების მისამართით?! თქვენ მართლა არ იცით ესენი როგორ შრომობენ, არ გინახავთ. ჩემს ჯგუფში 50 ადამიანი მუშაობს. ყველა ჯგუფს თავისი ზედამხედველი ჰყავს, ყავას რომ სვამენ ხოლმე, ყოველ დილას მეძახიან, „ჯორჯია“ მიდი შენი ყავა აიღეო. ისეთი სითბო მოდის მათგან რომ მთელი ის ცხრა საათი მყოფნის. დედა ნერვიულობს ჩემზე, - ვენები არ გამოგივიდეს, საჭმელი წაიღე. დედასაც ვუთხარი არ ინერვიულოს მართლა შინაურულად ვარ მეთქი. ვიცი ბევრს არ მოგწონთ, მაგრამ მე სულ ვამბობ და ვიტყვი - მადლობააა იტალიელებო, თუნდაც იმ ღიმილისთვის, ჩემთვის ერთი უცხოელი გოგოსთვის რომ გემეტებათ!
თურმე ესენიც ასე ამბობენ, „რასაც გასცემ“ ეგ არის ეს ცხოვრებაო, მერე ყველაფერს აქ ვტოვებთ და მივდივართო. ჰო, ასე მითხრეს. ბედნიერი დღე ყველას!“ - წერს ლელა ხატიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1789586275
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილის...
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...


























