„რატომ ილანძღებით და „იფურთხებით“ იტალიელების მისამართით?! თქვენ მართლა არ იცით ესენი როგორ შრომობენ, არ გინახავთ“ - ემიგრანტის წერილი
ხშირად ემიგრანტებს შორის ცხარე კამათი და დებატები იმართება. ნაწილი მიმღები ქვეყნის მადლიერია და ყველა გამოწვევას ნორმად იღებს, ხოლო ნაწილთა აზრით მათი, როგორც ემიგრანტების ცხოვრება მძიმეა და საემიგრაციო ქვეყნის წარმომადგენლებს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ერთ-ერთმა მადლიერმა ემიგრანტმა, ლელა ხატიაშვილმა, რომელიც იტალიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში საკუთარი ისტორია გაავრცელა, სადაც ის იტალიელი ხალხის შრომისუნარიანობის და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებების შესახებ საუბრობს.
ჩვენს მკითხველს ლელა ხატიაშვილის წერილს უცვლელად ვთავაზობთ:
„დილა მშვიდობისა დედამიწის მკვიდრნო! დილის 5 ნახევარზე ვდგები სწრაფად ვიმზადებ ყავას ვიცვამ და სამუშაოდ მზად ვარ. ხილის შემფუთავ საწარმოში ვმუშაობ, ერთადერთი ქართველი ვარ! სამუშაო საათი არის 9 საათი, ვიწყებთ 6 საათზე, შემდეგ 9 საათზე ვისვენებთ 10 წუთი, შემდეგ პირველის ნახევარზე 15 წუთი არის შესვენება და ისევ ვაგრძელებთ, გაუჩერებლად, ტემპში ხილს ვაფასოებ და ვფუთავ. ერთ ადგილას ვდგავართ ხან ერთ ფეხზე ხან მეორეზე, მე არ ვწუწუნებ, უფრო სწორად როგორ დავიწუწუნო? ჩემს გვერდი 70 წლის ქალები დგანან 30 წლიანი სტაჟით, აგრეთვე მუშაობენ 23 გოგო-ბიჭები, სასწაულად ყოჩაღები არიან.
არ ვიცი, ახლა მეცინება თორემ რა არის სასაცილო, მე ისეთი მივდივარ სახლში ბალიში მახატია სახეზე, ეს ქალები მოწესრიგებულები კოხტად სპორტულად, სახეზე, თვალზე წასმული, ისეთი ხალისი და ენერგია მოდის მათგან ხოლმე, საკუთარ თავს ვეუბნები, - ლელა შენ რა ეშმაკი გკლავს? წელი, ფეხი საშინლად მტკივა ხოლმე, ესენი კიდე დაფრინავენ ხალხო! ასე რომ საკუთარ თავს ასე ვამხნევებ, არაააა!! ვერ მაჯობებთ, დედას გიტირებთ ბოლომდე ვიდგები მეც თქვენთან ერთად!
იქიდან კი როგორც გამოვალ ხოლმე ვაი დედა! ვუი დედა გამიდის! ამ ქალაქის 70 პროცენტი იქ მუშაობს ზოგი ვენახებში, ზოგი ხილის ბაღებში ზოგი კი როგორც მე უკვე საწარმოში, ასე რომ ესენი რომ ამბობდნენ არც ჩვენთვის ცვივა ციდანო, მართლა ასეა.
მუშათა კლასისთვის, ანაზღაურება 58 ევროა, მე აქ მომვლელადაც ვიმუშავე, დალაგებაზეც დავდივარ კვირას როცა ვისვენებთ, ძიძადაც. არც ფრჩხილი მიძლებს, არც დავარცხნილი თმა, სულ გიჟივით ვარ. კეთილი შურით შურს ჩემს თვალებს ვიდეოებს რომ სდებთ გრძელი ფრჩხილებით მორთულ-მოკაზმულები, მერე ეს ცეკვა ხოოო!
მარტო ეს გამაგებინეთ, რატომღა ილანძღებით და „იფურთხებით“ იტალიელების მისამართით?! თქვენ მართლა არ იცით ესენი როგორ შრომობენ, არ გინახავთ. ჩემს ჯგუფში 50 ადამიანი მუშაობს. ყველა ჯგუფს თავისი ზედამხედველი ჰყავს, ყავას რომ სვამენ ხოლმე, ყოველ დილას მეძახიან, „ჯორჯია“ მიდი შენი ყავა აიღეო. ისეთი სითბო მოდის მათგან რომ მთელი ის ცხრა საათი მყოფნის. დედა ნერვიულობს ჩემზე, - ვენები არ გამოგივიდეს, საჭმელი წაიღე. დედასაც ვუთხარი არ ინერვიულოს მართლა შინაურულად ვარ მეთქი. ვიცი ბევრს არ მოგწონთ, მაგრამ მე სულ ვამბობ და ვიტყვი - მადლობააა იტალიელებო, თუნდაც იმ ღიმილისთვის, ჩემთვის ერთი უცხოელი გოგოსთვის რომ გემეტებათ!
თურმე ესენიც ასე ამბობენ, „რასაც გასცემ“ ეგ არის ეს ცხოვრებაო, მერე ყველაფერს აქ ვტოვებთ და მივდივართო. ჰო, ასე მითხრეს. ბედნიერი დღე ყველას!“ - წერს ლელა ხატიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1793728972
საზოგადოებაპრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას
ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებ...
1793727897
საზოგადოებაპრემიერი: ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა
„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, - ამის შესა...
1793727078
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...
1793725957
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...
1793724509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს
„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...


























