"შვილმა მითხრა, სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანდიო და მოსავლელი როცა გახდი, ახლა ჩამოხვედი ჩვენთანო?" – მწერალი მარინა ჭუმბურიძე ემიგრანტის უმძიმეს ისტორიაზე წერს

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი მწერალი მარინა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის სევდიან ისტორიას ავრცელებს.

„დღეს დილით მოგვიანებით გავიღვიძე, რადგან წუხელ მე და ჩემმა მოხუცმა ჩვეულზე გვიან დავიძინეთ.

ის იყო საუზმეს ვამზადებდი, რომ ჩემს მობილურ ტელეფონში მესიჯის შემოსვლის ზუმერი მომესმა.

უმალ ჩავრთე ტელეფონი და ჩემდა გასაკვირად უცხო ქალბატონი მთხოვდა მეგობრობას.

უმალვე დავეთანხმე, რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი ტოსკანა ეწერა.

თანამემამულე ემიგრანტს უარს როგორ ვეტყოდი მეგობრობაზე?!

საუზმის მერე ვეღარ მოვიცალე ინტერნეტისთვის და სადილის მერე, კომპიუტერს მივუჯექი.

ჩემი ახლად გაცნობილი ფეისბუკის მეგობარი საკმაოდ გრძელ წერილს.

მწერდა… ვკითხულობდი თვალცრელიანი და თან მაკანკალებდა სიბრაზით…

თუმცა ჯობია სრულად მოგაწოდოთ აღნიშნული წერილი, რომლის სააშკარაოზე გამოტანა თვით ავტორის სურვილია, მხოლოდ ერთი პირობით,რომ ის ანონიმად დარჩეს.

"მაპატიეთ, ქალბატონო მარინა, რომ გაწუხებთ, მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა, ჩემი ტკივილი,გული გამისკდება.

აკი ამბობენ ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო.

მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე წლის წინ და არც გეხსომებით, რადგან ახლო ურთიერთობაც არ გვქონია.

ახლახან წავიკითხე თქვენი წიგნი „ქართველი ემიგრანტი ქალები იტალიაში“ და ისიც გავიგე, რომ მეორე ტომის დაწერას აპირებთ.

ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი ნაამბობიც დაწერეთ (თქვენებურად შეალამაზეთ), იქნებ ჩემმა მაგალითმა ვინმე გამოაფხიზლოს და გადაარჩინოს.

არ მოვყვები იმ მიზეზებს, რის გამოც გავხდი ემიგრანტი.

ეს ხომ ყველასთვის ნათელია, როგორც უმეტესობა, მეც უკიდურესმა გაჭირვებამ გამაემიგრანტა.. მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე...

ხელფასს ავიღებდი თუ არა, იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში, ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვებდი...

ოჯახი ფეხზე დავაყენე.

ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა. ბანკში ჩადებული ბინაც დავიხსენი და მეუღლის საფლავიც ისე გავაკეთე, როგორც ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ მამას ეკუთვნოდა.

მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო.

მიკვირდა და ვეუბნებოდი, ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა, რად მინდა ჩემთვისმეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი..

12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი.

საჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, აღარ მივდივარ, საბოლოოდ ჩამოვედი მეთქი (ვაი, იმ თქმასა და მოსმენას!), პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალშში.

„აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“

გული ისე მაგრად მიცემდა, მეგონა ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა.

აღარ შემიძლია, შვილომეთქი...

„სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ..ი და როცა მოსვლელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“

ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო…აღარ მესმოდა დანარჩენი.. ალბათ იტყვით, ქალბატონო მარინა, რატომ არ ვუთხარი,რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ…ს, სწორედ იმით იდგა ფეხზე?..რაღა აზრი აქვს, მითხარით, ასეთ უმადურ, დაუნახავ შვილთან საუბრის გაგრძელებას?

იმავე საღამოს ჩავალაგე საჭირო ნივთები და მეორე დილით დავემშვიდობე ოჯახს. იცით,რა იყო ჩემი შვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები?

„ აკი, აღარ შემიძლიაო? ტყუილები არ გიყვარდა და იტალიაში ისწავლე? წადი! ყველასთვის ასე აჯობებს. ეს სახლიც ისე პატარაა.. შენ ცალკე ოთახი გჭირდება.. აბა,ბავშვების ოთახში ხომ ვერ იქნები ან ჩვენთან. იქნებ იმდენი მოაგროვო,რომ გავფარდოვდეთ.. “ ცოტა სიტკბოს გარევაც უნდოდა,მაგრამ აღარ გამოუვიდა ჩემს შვილს,რადგან უკვე ამონთხეული შხამი სჭარბობდა.

მინდა ჩემი მოხუცის სიტყვებით მივმართო,ჩემს თანამემამულე ემიგრანტ ქალბატონებს: რაც გინდათ დიდი იმედი გქონდეთ კარგი შვილისა,საკუთარ თავზე იფიქრეთ! არავინ იცის როგორ შემოგვიტრიალდება დათესილი სიკეთე..“

კომენტარი მკითხვლისთვის მომინდვია.

მე კი რა გითხრათ,არ ვიცი, დავწერ თუ არა მეორე ტომს,მაგრამ ჩემი 800-ზე მეტი მეგობარი წაიკითხავს,ზოგიც გააზიარებს ამ წერილს და წიგნზე არანაკლებ გამავრცელებელი იქნება ეს გვერდი",- წერს სოციალურ ქსელში მარინა ჭუმბურიძე.

სხვა სიახლეები:

📍„არ გაატაროთ ეს სტატუსი გთხოვთ! იტალიელი დამსაქმებელი, ინფიცირებულ ქართველ ემიგრანტს ქუჩაში აგდებდა!“ - ფიქრია კუჭუხიძე

📍ქართველმა ბანმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა

📍“იტალიური ეზო“ - რატომ ეძახიან ასე თბილისურ ეზოებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს