საბერძნეთში გლოვა გამოცხადდა
საბერძნეთში 38-მდე გაიზარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ჰოსპიტლებში რჩება 66 დაშავებული, მათგან 6 რეანიმაციაშია.
ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან კატასტროფის რაიონში, ქალაქ ლარისასთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 1-3 მარტი გლოვის დღეებად გამოაცხადა.
მიცოტაკისი კატასტროფის რაიონში გაემგზავრა.
საბერძნეთს სამძიმარი გამოაცხადეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა და თურქეთმა.
28 თებერვალს, ღამით, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი. ისინი ერთმანეთის პირისპირ ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ. საბერძნეთის რკინიგზის კომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელში იმყოფებოდა 342 მგზავრი და კომპანიის 12 თანამშრომელი.
საბერძნეთის მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი უკვე წაუყენეს სარკინიგზო სადგურის უფროსს.
შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. თესალიის რეგიონის გუბერნატორმა კონსტანტინოს აგორასტოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურდა. ცეცხლს 150-მდე მეხანძრე აქრობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში 150 მაშველთან ერთან პოლიციელებიც მონაწილეობენ. 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც კატასტროფას გადაურჩნენ და არც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, სალონიკამდე ავტობუსებით ჩაიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1765716486
მსოფლიოგერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...
1765712090
ახალი ამბებიხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...
1765709335
მსოფლიობრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს
ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...
1765706350
მსოფლიორომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...
1765702602
ახალი ამბებისაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს...































