„კაცობრიობის ცხოვრებაში იწყება რაღაც ახალი“ - მზის დაბნელება და მაისის ტენდენციები ეზოტერიკოს გიორგი ლობჯანიძისგან

მნიშვნელოვანი და ბევრი სიახლე გვაქვს ცის კაბადონზე, მზის დაბნელებას მალევე მოჰყვება მაისის 10 რიცხვიდან პლანეტა მერკურის რეტოგრადული ფაზა და ასევე სხვადასხვა პლანეტების ინგრესია მომდევნო ნიშნებში. ამ ყველაფერს კი დაბლა დეტალურად განვიხილავ:
👉 30 აპრილს თბილისის დროით 22:45 წუთზე იწყება ,,მზის ნაწილობრივი დაბნელება“ საქართველოს სასაათო სარტყლით, მაქსიმუმი დაბნელების გვექნება უკვე 1 მაისის 00:41 საათზე, ხოლო დასასრული კი 02:37 საათზე.
აღსანიშნავია, რომ მზის დაბნელება მთელი თავისი პროცესით ესაა, ფაქტობრივად, ახალი მთვარის ხანგრძლივი გავლენა. შესაბამისად, ჩვენ 1 მაისის საღამოს გვექნება, ამავდროულად, ახალმთვარეობა, პიკი 00:28 საათზე კუროს ზოდიაქოს ნიშანში.
👉 გეტყვით იმას, რომ მზის დაბნელებისას კაცობრიობის ცხოვრებაში იწყება რაღაც ახალი, მთავრდება წინა დაახლოებით 6 თვიანი ციკლი და შემოდის ახალი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ზეგავლენა 1 თვის და მაქსიმუმ კი, როგორც მაღლა აღვნიშნე, 6 თვის მანძილზე.
👉 არის მომენტები, როდესაც წლობით ითვლიან ამ მოვლენას და მის მიერ გამომწვევ მიზეზებს, შეგიძლიათ რამდენიმე ათწლეულსაც კი გადახედოთ, როდესაც იყო ღერძზე არსებული დაბნელებები, თუ როგორ აისახა თქვენზე და იმსჯელოთ რა თემები იქნება ახლაც გააქტიურებული.
რადგან მზე მთელი მისი არსით და ბუნებით უკავშირდება პიროვნების სულიერ სამყაროს, ნებელობას, ინდივიდის ცენტრს და ღრმა შინაგან სახეს, ბუნებრიბია, რომ ახლა იწყება ახალი ნათება, ახალი გეგმებით და იდეებით.
👉 ასტროლოგიაში დაბნელებები ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ადამიანთა თუ ცალკეული ქვეყნების ბედზე, შესაბამისად ეს გრძელი პროცესი, რომელიც ახლა ჩაირთვება, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და ჩამოხსნის ფარდას ისეთ საკითხებს, რაზეც აქამდე ადამიანებს ეჭვი ეპარებოდათ ან არიდებდნენ ამ თემებს თავს.
👉 2022 წლის მაისის დაბნელებები კი იწყება მზით - ღერძი კი გვექნება კურო-მორიელის.
👉 დღის მანათობელს კი ჰარმონიული კავშირი აქვს ომის ღმერთად წოდებულ მარსთან, ასევე შეერთებაშია პლანეტა ურანთან, მაგრამ ეს როდი კმარა?
ეს დაბნელება ემთხვევა ასტეროიდ ,,ეროსს“, ასე რომ არ მოვიწყენთ და ბევრ სასიყვარულო თავგადასალსაც ვიხილავთ.
📌 მოქმედების ფაზა გაგრძელებული იქნება 2022 წლის 25 ოქტობრამდე, ანუ მომდევნო დაბნელებებამდე.
კუროს 10°28′ და როგორც მოგახსენეთ ასპექტაციური კუთხით შეერთებაშია ურანთან და სექსტილზეა გამოსული ჰარმონიულად მარსთან, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წინა ხაზზე წამოვა, როგორც მატერიალური საზრუნავი, აგრეთვე, პირადი ბედნიერების ამბები.
👉 ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ზოგი კავშირი აღდგება, დასტაბილურდება, ზოგ შემთხვევაში კი ცოტ-ცოტა ბზარებსაც ვიხილავთ, რადგან მაინც ურანული არასტაბილურობის ენერგიები გარეულია.
👉 ეცადეთ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად დააბალანსოთ და დაასტაბილუროთ ვითარება, შესაძლოა ზომაზე მეტი ხარჯიც გქონდეთ ან უბრალოდ გაუთვალისწინებლად გავიდეს თანხები.
👉 მარსთან ასპექტაცია თავდაჯერებულობას, ძალასა და გამბედაობას მატებს. ის შესანიშნავია ფიზიკური აქტივობებისთვის, როგორიცაა ვარჯიში, ხელით შრომა და კონკურენტული აქტივობები, მაგალითად - სპორტი და ბიზნესი. პირადი ურთიერთობები, განსაკუთრებით ინტიმური ურთიერთობები, სარგებლობს დამატებითი სითბოთი, მომხიბვლელობით და ქარიზმით.
👉 პერიოდი ასევე ზრდის ვნებიან სურვილს და სექსუალურ მიზიდულობას. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად ან ახალი დაწყებისთვის. მარსზე სექსტილი ამატებს ინიციატივას და თავდაჯერებულობას, რათა საქმეებმა იმოძრაოს. განსაკუთრებით კარგია წარსულში წამოწყებული საქმეებისთვის, რომელიც თითქოს რთული ჩანდა.
შეერთებას კი ურანთან ცვლილებები და მღელვარება მოაქვს. არასასურველი ცვლილებებისა და ქაოსის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს სექსტილი მარსზე. ამიტომ უნდა იყოს პოზიტიური ცვლილებები და მეტი პირადი თავისუფლება. ეს შესანიშნავი დროა სრულიად ახალი და განსხვავებულის დასაწყებად. ურანი ასევე მატებს მოქნილობას, გონებაგახსნილობას, ინტუიციას და თვითშეგნებას ამა თუ იმ მნიშვნელოვან მომენტში.
ასტეროიდი ეროსი 11°18-ზე კუროს მზესთან. ეროსი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,სურვილს" და ასტეროიდს ეწოდა სიყვარულისა და ინტიმური კავშირის ბერძენი ღმერთის სახელი. მისი რომაელი კოლეგა იყო ,,კუპიდონი.’’ ეროსი ასევე იყო მეგობრობისა და თავისუფლების ღმერთი. გიმნაზიებს აკურთხებინებდნენ ეროსს და მსხვერპლს სწირავდნენ მას ჯარისკაცების ბრძოლაში წასვლამდე. მათ სჯეროდათ, რომ უსაფრთხოება და გამარჯვება დამოკიდებული იყო მათ მეგობრობაზე, ვინც ბრძოლაში გვერდიგვერდ დგას. თუმცა, ამავდროულად, ითვლებოდა, რომ ეროსი ეშმაკურად ერეოდა ღმერთების და მოკვდავების საქმეებში, რათა წარმოექმნა სასიყვარულო კავშირები, ხშირად უკანონოდ.
👉 ეროსის ასეთი გარევა ამ ამბავში, განვმეორდები, რომ გაზრდის სასიყვარულო კავშირების წამოწყების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგებს უკვე დავითვლით ოქტომბრისთვის.
📌 აღსანიშნავია, რომ 29-30 რიცხვიდან უმჯობესი იქნება თუკი დროებით 2-3 დღე მაინც თავს შეიკავებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისგან და დაბნელებას შეხვდებით მეტად მშვიდობიანად
ძალიან კარგია ამ დროს ლოცვა, ვიზუალიზაცია, სამომავლო პროექტების და გეგმების გაწერა, დასახვა.
ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ან საკვებს, განსაკუთრებით საღამოს საათებში
👉 10 რიცხვიდან კი საქმეში ჩაერთვება დაბნელების დერეფანში, ჯერ კიდევ, პლანეტა მერკური და მისი რეტროგრადულობა. დაიწყებს ეს უკანასკნელი ამ ფაზას ,,ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში“, ამიტომ ბევრი მეგობარ-ამხანაგი, ნაცნობი, ნათესავი თუ ოჯახთან დაახლოებული პირი შეიძლება რომ ნახოთ ან შემთხვევითაც ბევრს გადაეყაროთ.
👉 არაა გამორიცხული, რომ ივნისის შუა რიცხვებამდე მაინც ბევრ თქვენგანს მოუწიოს ინფორმაციის გაფილტვრა, ერიდეთ ტყუილ დაპირებებს და ბევრ საუბარს, ნუ გააბამთ ისეთ კავშირებს, რაც არაფრისმომცემია და თანაც დამაზიანებელი.
👉 ძირითადი აქცენტი გააკეთეთ მაინც ძველ საქმეებზე, დასამთავრებელ ურთიერთობასა თუ დოკუმენტურ საკითხებზე, რაც იქნება დღის წესრიგში დამდგარი და მოსაგვარებელი.
დრო კარგი იქნება ასევე ერთ დროს მივიწყებული საგნების სწავლისთვის, ხელახალი გაწაფვის და ჩაღრმავებისთვის.
ნაკლებად უპრიანი სერიოზული სიახლეების მიღება-განხილვა, ხელმოწერები, ხანგრძლივ პროექტებში ჩაბმა და სხვა. განხილვისთვის და რეფორმისთვის კი ბატონო, დაწყება - სტარტი, ცოტა ხნით გადადეთ ...
📌 2 მაისს კი ვენერა შებრძანდება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და დარჩება იქ მაისის, თითქმის, ბოლომდე.
ამიტომ მეტად გააქტიურდება ავანტიურული მოთხოვნები და ადამიანები საკუთარ გრძნობა-სურვილებში პირდაპირებიც იქნებიან, ცოტა გაჭირდება მოთმენა და ლოდინი, მაგრამ ამავდროულად რაინდულ გადაწყვეტილებებსაც ბევრს ვნახავთ.
მოკლედ, არ მოვიწყენთ მაისში. პერიოდი მეტად საინტერესო და დახუნძლულია.
რაც შეეხება, 10 მაისის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, დიდი გამარჯვების მმართველი იუპიტერის ინგრესიას, ასევე ვერძის ზოდიაქოში, მოგახსენებთ უკვე მაისის 8-9 რიცხვისთვის. ასე რომ, დაელოდეთ ჩემს მომდევნო პოსტებს, მანამდე კი გისურვებთ ბედნიერ მზის დაბნელებას და სურვილების ასრულებას!
სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე
წყარო: ezoteria.ge
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ნახეთ, რა გელოდებათ, 25 აპრილიდან, 1 მაისის ჩათვლით ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგის რჩევა
📌 რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ფინანსურ კეთილდღეობაზე - ფინანსური ჰოროსკოპი
1754233716
მსოფლიოღაზაში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა
ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებ...
1754231565
ახალი ამბებიპრემიერი: ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს
„ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგე...
1754228694
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი
„ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, ასე რომ ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში“, - განაცხადა შალვა პაპუაშ...
1754227097
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუც...
1754225277
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში
„ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე“, - გან...