არალეგალი მიგრანტებისთვის იტალიამ Green pass-ი დაუშვა

იტალიაში, ივნისის თვიდან, აცრაზე ხელი მიუწვდება ყველას, მათ შორის იმიგრანტებსაც, მეტიც, მთელ რიგ რეგიონებში, აცრა შეუძლიათ არალეგალ იმიგრანტებსაც. მთავარია, პირს აღებული ჰქონდეს STP (Stranieri temporaneamente presenti), დროებითი სერტიფიკატი, რომელიც არალეგალ ემიგრანტებს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.

ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტპორტალი, საიდანაც ვაქცინაციის შემდეგ პიროვნების პერსონალური Green pass-ის ჩამოტვირთვა ხდება, STP-ის კოდს ვერ აღიქვამდა, შესაბამისად, ვაქცინირებული არალეგალი იმიგრანტები, ვერ ახერხებდნენ სერტიფიკატის აღებას, რაც დაგვეთანხმებით, რომ დიდი პრობლემაა, რადგან Green pass-ი მხოლოდ კინოში, ან რესტორანში დროის გასატარებლად არ არის საჭირო. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, შესაბამისად Green pass-ის გარეშე მუშაობა, გადაადგილება, საერთო  სასადილოებს და საჯარო დაწესებულებებში შესვლა და სხვა ტიპის აქტივობები, თითქმის შეუძლებელი გახდება.

სექტემბრის დასაწყისში, მილანის CISL-ის საემიგრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაურიციო ბოვემ პროტესტი გამოხატა, რომ ხარვეზი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოფხვრილიყო, რადგან ეს ადამიანები ისედაც რთულ მდგომარეობაში იყვნენ არალეგალობის გამო, ამ ხარვეზის მიზეზით კი, მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა.

როგორც ჩანს, შესაბამისმა ორგანოებმა საკითხის მნიშვნელობა გაითავისეს და ვაქცინირებული არალეგალი მიგრანტებისთვის აცრის დროებითი, ე.წ. შტრიხკოდიანი სერტიფიკატი დაუშვეს, რაც მათ საშუალებას მისცემს შედარებით სრულფასოვნად იცხოვრონ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

მოამზადა ნინა მამუკაძემ

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716113931

ახალი ამბები

„პრეზიდენტის ვეტო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია“ - დავით ჩიხელიძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების საკითხს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გამოეხმაურა და თ...

დავით ჩიხელიძე

1716111377

მსოფლიო

ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო infovaticana.com აქვეყნებს. სტატიაში ვხვდებით ილუსტრაციებს პატარა იესოს გამოსახულებით, რომელსაც ხელში ლგ...

ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

1716109113

ახალი ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავ...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

1716105573

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს

„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს“, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „დიალოგის მომხრე არ არის...

ააა