DIMISSIONI - კანონი დასაქმებულის მხრიდან, სამსახურის ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ
DIMISSIONI, იტალიური კანონმდებლობის მიხედვით სამსახურის ნებით დატოვება/გადადგომას ნიშნავს.
სტატია, „DIMISSIONI“-ს შესახებ, სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის მოამზადა Sindacato UCI/ Patronato ENAC - ის წარმომადგენელმა, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტმა, ჯგუფ „ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები“-ს დამფუძნებელმა, ხათუნა ტატუნაშვილმა.
მუშაკის მხრიდან, სამსახურის დატოვება შეიძლება განხორციელდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების გათვალისწინებით.
დაკავებული პოზიციიდან გადადგომა არის თანამშრომლის ნებაყოფლობითი ქმედება. თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს დასუფთავებისა და სახლის მოვლის მომსახურებას - (ოჯახის დამხმარე) ან დახმარებასა და ზრუნვას უუნარო ადამიანებზე - (მომვლელი), შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს თანამდებობა მიზეზის დაზუსტების გარეშე.
დამსაქმებელთან კომუნიკაციისას სიტყვიერი ფორმაც კი დაშვებულია. წერილობითი მიმართვა,ანუ ტელემატური გადადგომის წესი არ ვრცელდება საშინაო მუშაკებზე. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში საშინაო მუშაკს მოეთხოვება, ეს არის თადარიგი გაფრთხილების პერიოდისთვის, დამსაქმებლის მიმართ ერთგვარი პატივისცემის ნიშნად.
გაფრთხილების პერიოდი იცვლება ყოველკვირეული ვალდებულებისა და სტაჟის მიხედვით. კერძოდ, კვირაში 24 საათზე მეტი შრომითი ურთიერთობისთვის, შეტყობინების წინასწარი პერიოდი არის: - 8 დღე, იმავე დამსაქმებელთან 5 წლამდე სტაჟისთვის; - 15 დღე 5 წელზე მეტი სტაჟისთვის. მეორეს მხრივ, კვირაში 24 საათის ტოლი ან ნაკლები სამუშაო ურთიერთობის შემთხვევაში, შეტყობინების წინა პერიოდი არის: - 4 დღე, იმავე დამსაქმებელთან 2 წლამდე სტაჟისთვის; - 8 დღე 2 წელზე მეტი სტაჟისთვის.
იმ მუშაკებისთვის, რომლებიც ოჯახებთან ერთად სარგებლობენ საცხოვრებლით, სამსახურიდან წასვლის შესახებ შეტყობინების წინა პერიოდი უნდა იყოს 15 დღე. რა თქმა უნდა, გაფრთხილების ვადა დამსაქმებელმაც უნდა დაიცვას სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ „Licenziamento” - ს თემაში.
რა შედეგები მოჰყვება საშინაო მუშაკის მხრიდან გაუფრთხილებლად სამსახურის დატოვებას? იმ შემთხვევაში, თუ საშინაო მუშაკი არ აცნობებს დამსაქმებელს სამსახურის დატოვების შესახებ გაფრთხილების ვადის დაცვით, დამსაქმებელი მას ჩამოართმევს ლიკვიდაციის კომპენსაციას (TFR), რომელიც სამსახურის დასრულების პერიოდშია გადასახდელი. თანამდებობიდან გათავისუფლების კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიური დამოკიდებულია ხელფასის ოდენობაზე.
და ბოლოს, შინაურ მუშაკს შეუძლია გაფრთხილების გარეშე დატოვოს სამსახური, თუ არსებობს სამართლიანი მიზეზი - (ხელფასის გადაუხდელობა ან დაგვიანება, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა და ა.შ.). ამ შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს მეცამეტე ხელფასი, განთავისუფლების კომპენსაცია და ასანაზღაურებელი შვებულება.
საშინაო მუშაკებისა და მომვლელების ნებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს დამსაქმებელმა? დამსაქმებელმა უნდა აცნობოს INPS-ს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეწყვეტის დღიდან 5 დღის ვადაში. ეს ფორმალობა უნდა დასრულდეს სოციალური დაცვის დაწესებულების პორტალის მეშვეობით. ამისათვის აუცილებელია პირადი PIN-ის ან SPID-ის ქონა, სხვაგვარად დამსაქმებელს შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს პროფკავშირებს, ბუღალტრებს და ა.შ. თუ დამსაქმებელს არ სურს ტელემატიკური მეთოდის გამოყენება, მას შეუძლია ისარგებლოს სატელეფონო შეტყობინებით INPS - ის ცენტრის მეშვეობით ფიქსირებული ქსელიდან უფასო ნომერზე - 803.164 და მობილურიდან - 06.164.164.
შინაურ მუშაკს, საკუთარი ნებით სამსახურის დატოვების შემდეგ, აქვს უფლება მოითხოვოს უმუშევრობის შემწეობა? ოჯახის დამხმარეებსა და მომვლელებს უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა წყდება დასაქმებულის მხრიდან. თუმცა, უმუშევრობის შემწეობის ანაზღაურება არ დაკმაყოფილდება, თუ თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს პირადი მიზეზების გამო, როგორიცაა: - ახალი სამუშაოს ძიება; - სხვაგან გადასვლის სურვილი და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
უმუშევრობის დასაკმაყოფილებლად საჭიროა: - ბოლო 4 წლის განმავლობაში გადახდილი უნდა იყოს მინიმუმ 13 კვირის INPS შენატანები - (Contributi); - სამუშაო სტაჟი უნდა იყოს მინიმუმ 5 კვირა ბოლო 12 თვის განმავლობაში - (იმის გათვალისწინებით, რომ 24 საათია საჭირო 1 კვირის შენატანების - (Contributi) შესასრულებლად).
დამატებითი კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურების მისაღებად გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე 👇
„ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა
⭕ იტალიაში მართვის მოწმობის აღებას აპირებ? - თუ ამ კატეგორიაში მოხვდი, სახელმწიფო ხარჯებს დაგიფარავს
⭕ იტალიაში ხარ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებ?! - გამოსავალი STP-ა
1777399324
საზოგადოებადათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ „ლუზერთა“ კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ
ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ...
1777398769
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას. მისივე თქმით, ყველამ კარგად ნ...
1777396873
ახალი ამბებისაპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი...
1777396334
ახალი ამბებიმარნეულში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქუჩაში გადაადგილდებოდა. მძღოლმა ბავშვი სამედიცინო დაწესებუ...
1777394471
მსოფლიოდონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ბრიტანეთის განსაკუთრებულ კავშირებს გაუსვა ხაზი
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია დედოფალი ელ...




























