ემიგრანტებო, გაეცანით რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ „CARITAS IMMIGRATION“

იტალიაში მცხოვრების ემიგრანტი, პოლიტიკური მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი, ფეხბურთელი და იტალიური ენის ონლაინ და ქართულის კურსის ონლაინ გაკვეთილების ავტორი, გივი გელაშვილი სოციალურ ქსელში, საქველმოქმედო ორგანიზაცია „CARITAS IMMIGRATION“-ს შესახებ ვრცელ ჩამონათვალს აქვეყნებს.

„იტალიაში არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდება CARITAS IMMIGRATION. ეს ორგანიზაცია პირდაპირ თანამშრომლობს ეკლესიასთან და მთავრობასთან. შესაბამისად მათ შეუძლიათ მოგიგვაროთ შემდეგი პრობლემები უსასყიდლოდ, თქვენი სქესის, ეროვნების, ფერის, რწმენის ა.შ განურჩევლად.

მათი ოფისების პოვნა შესაძლებელია მთელ იტალიაში უმარტივესად.

შევდივართ GOOGLE MAPS-ში და ვწერთ CARITAS, შემდეგ კი მივდივართ უახლოეს ობიექტზე.

რა სახის დახმარებას გვთავაზობენ ისინი?

1. ACCOGLIENZA NOTTURNA
თუ თქვენ უკანონოდ გაგათავისუფლეს სამსახურიდან და წასასვლელი არ გაქვთ არსად, შესაბამისად ღია ცისქვეშ დარჩით ან უბრალოდ თანხა არ გაქვთ სადმე ბინის დასაქირავებლად ან საერთოდ ხართ ქმედ უუნარო გამოსავლის მოძიებაში. ისინი შეგიფარებენ და მოგხედავენ ღამით.

2. ACCOGLIENZA STRAORDINARIA
თუ თქვენ ჩამოხვედით იტალიაში და მოითხოვეთ ASILO POLITICO ან სხვა ტიპის საერთაშორისო დახმარება, განაცხადის შეტანის შემდეგ კი არ გაქვთ არც თანხა და არც შესაძლებლობა ისინი მიგიღებენ და არ დაგტოვებენ ღია ცისქვეშ.

3. CENTRI SPRAR
მაშინ როდესაც თქვენ გჭირდებათ დაკვალიანება იტალიაში ან გესაჭიროებათ ინტეგრაცია, ისინი გაგიწევენ ყველა ტიპის საორიენტაციო გასაუბრებას.

4. EMPORIO
თუ თქვენ არ გაქვთ სახსრები იმისთვის, რომ შეიძინოთ მინიმალური დონის ტანსაცმელი და იმყოფებით გასაჭირში ისინი თქვენ დაგეხმარებიან.

5. MENSA
მინიმალური საკვების და დღის გასატარებელი ადგილის არ ქონის შემთხვევაში ისინი დაგაპურებენ და გაგიწევენ შესაბამის დახამარებას. (საუზმე, სადილი, ვახშამი და ა.შ).

6. SPORTELLO LEGALE
ბევრ თქვენგანს ეს ძალიან სჭირდება, იურიდიული დახმარება სრულიად უსასყიდლოდ გაჭირვებული ადამიანებისთვის. (ანუ აღარ მოგიწევთ ასობით ევროების გადახდა  ე.წ. ''ადვოკატებთან...''). ასევე დაგაკვალიანებენ თუ როგორ შეძლებთ იტალიაში ლეგალურად ცხოვრებას.

7. SERVIZI SANITARI
ცუდად გახდომის შემთხვევაში ან წამლების არ ქონის შემთხვევაში ისინი მოგცემენ საშუალებას იმკურნალოთ და მაქსიმალურად ჰუმანურად მოგექცევიან. (აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიაში სასწრაფო დახმარება გარანტირებულია საბუთიანი თუ უსაბუთო პირებისთვის უსასყიდლოდ).

8. PERCORSI INTERCULTURALI
იმ შემთხვევაში თუ ვერ პოულობთ სამსახურს ან გესაჭიროებათ რაიმე ტიპის კურსი, რაც თქვენს კუვლიფიკაციას აამაღლებს, ასევე ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან უსასყიდლოდ დაგეხმარონ.

შეიძლება შენ არ იყო ამ ტიპის გასაჭირში, მაგრამ დაიმახსოვრე ბევრი ახალბედა ემიგრანტი ან ოჯახი შეიძლება იყოს უაღრეს გასაჭირში და შენ ეს საერთოდ არ იცოდე, რადგან დახმარების თხოვნა ძალიან ბევრს უჭირს რადგან სცხვენიათ ან არ უნდათ შეგაწუხონ..... მიიტანე ეს ინფორმაცია ყველა ემიგრანტამდე. - წერს გივი გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „მირეკავს მოხუცი ადამიანები, რომლებიც ტირიან და შველას ითხოვენ, გაუსაძლის პირობებში მუშაობის გამო“ - გივი გელაშვილი

📌 იტალიაში მაიმუნის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

📌 იტალიაში 200 ევროიანი დახმარების შესახებ განკარგულება დამტკიცდა - გაიგეთ ყველა დეტალი!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714769995

საინტერესო ამბები

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.  დიდი შაბათი წმინდა წერილი...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714768789

ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ და...

რამაზ გიგაურის პროგნოზი

1714766687

სოციალური მედია

„თქვენი გადასაწყვეტი არაა რატომ დაწერა ბუდუმ და რატომ არ დაწერა კვარამ! ან რას დაწერენ და არ დაწერენ შემდგომში!“ - ანი კიკნაძე

ჟურნალისტი ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რომელი ფეხბურთელი რას დაწერს არ არის საზოგადოების საქმე.  „არავის დირექტორები არ ხართ!დ...

ჟურნალისტი

1714765122

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც, მხარეებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. რ...

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1714762909

საზოგადოება

შსს: აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ფორმების ჩაცმას გეგმავდნენ - თითქოს, პოლიცია აქციას შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელთა ფორმები...

შსს