იტალიაში “ბადანტეებისთვის” ვაქცინაციის სპეციალური კამპანია იწყება

იტალიაში, კერძოდ ტოსკანას რეგიონში, დღის წესრიგში აქტიურად დადგა კოვიდ ვაქცინით აუცრელი „ბადანტეების“ საკითხი. ჯანდაცვის რეგიონალური უწყება უკვე აქტიურად მუშაობს პრობლემის სწრაფად გადაჭრის საკითხზე. სპეციალურად „ბადანტეებისთვის“ ე.წ. ღია კარის დღეების მოწყობა იგეგმება, სადაც ოჯახებში დასაქმებულ პერსონალს, წინასწარ რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ვაქცინის მიღება.

ტოსკანას რეგიონის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, სიმონე ბეძინის განცხადებით: „მთავარია მოხუცების ჯანმრთელობა. თუ ის ადამიანები, ვინც მათ უვლიან არ იცრებიან, საკმარისი არ არის მათი ჯარიმებით „შეშინება“, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, რთულად გასაკონტროლებელი და უფრო რთულად განსახორციელებელია.  მოხუცები და მათი ოჯახები, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ვალდებულნი არიან გააკონტროლონ იმ ადამიანების Green pass-ი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებად იქცევიან ხოლმე. ჩვენ მათ ვავალდებულებთ ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვან და სხვა, უცხო ადამიანი მოიყვანონ, რომელთანაც მოხუცს თავიდან მოუწევს შეგუება“.

ტოსკანას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ოჯახებში ლეგალურად დასაქმებული „ბადანტეების“ მხოლოდ 59 პროცენტია აცრილი. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების საფრთხეც მაღალია. მაგალითად, რეგიონის ამავე ზონაში მცხოვრები აღმოსავლეთ ევროპელი უცხოელების დაინფიცირებულთა რაოდენობა, სამჯერ აჭარბებს ვირუსით დაინფიცირებული იტალიელების რიცხვს.

ოფიციალური მონაცემებით, ოჯახებში დასაქმებული პირების 68% სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდანაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც ხდება რუმინეთში, სიტუაცია სარკისებურად აირეკლება იტალიაში.

„ამიტომ არის საჭირო, ამუშავდეს სპეციალური სისტემა. მედიატორებისა და თარჯიმნების ჩართულობით განხორციელებულმა ვაქცინაციის კამპანიამ, სადაც ამ ადამიანებს თავიანთ ენაზე დეტალურად უხსნიან თითოეულ საკითხს, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო არაევროპულ კონტინგენტთან და იმედი გვაქვს, რომ იგივე სისტემას ასევე კარგი შედეგი ექნება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც“,  აცხადებს რეგიონის ჯანდაცვის უწყება.

აღნიშნული გეგმის მიზანია, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს და „ბადანტეებს“ და მათთვის გასაგებ ენაზე გაავრცელონ ღია მიმართვა პროფკავშირების, ოჯახის ექიმების და ა.შ. საშუალებით. მესიჯის ძირითადი შინაარსი შემდგომში მდგომარეობს - ოჯახებში დასაქმებულ უცხოელ პირებს, მათზე მორგებული გრაფიკით, ანუ მათი დასვენების დღეს, საშუალება ექნებათ გამოცხადდნენ კონკრეტულ პოლიკლინიკებში და ექსპერტების მიერ ვაქცინის შესახებ მათთვის მშობლიურ ენაზე სრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გადაწყვიტონ, გაიკეთონ თუ არა აცრა.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე