„მაქვს სურვილი, საქმე ბოლომდე გამოიძიონ და ხალხმა გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში, თუნდაც პრევენციის გამო“ - ლელა ლაჩაშვილი

იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში გაუჩინარებული ქართველი ახალგაზრდის, სალომე ტეტუნაშვილის ირგვლივ, საზოგადოების ინტერესი კვლავ არ წყდება. გთავაზობთ იტალიაში მყოფი ემიგრანტის, პოეტ ლელა ლაჩაშვილის ჟურნალ „სარკე“-ში გასულ ინტერვიუს. 

„მეგობრებო, გადაეცით ნეაპოლის ემიგრანტებს ვინც ამწუთას ქუჩაშია, ნუ აჰყვებიან ემოციას, გავარკვიე რომ საკონსულო საქმის კურსშია, ყველაფერს იღონებენ სამართლებრივი გზით გაირკვეს დაკარგული გოგოს ამბავი, ჩემი აზრით ეს ადამიანები ვინც ამწუთას ქუჩაში არიან საფრთხისგან არ არიან დაცულნი, ძალიან არაორგანიზებული და სახიფათო პროტესტია შუაღამისას ნაპოლის ქუჩაში მსვლელობა, ამწუთას უკეთესია დაიშალონ ეს საკმარისია ამ ეტაპზე ვაცადოთ კომპეტენტურ პირებს და შედეგს დაველოდოთ. ჩვენ ვღელავთ მაგრამ მხოლოდ მღელვარება საქმეს არ შველის ხანდახან ცივი გონებით სჯობს ვიაზროვნოთ. უკიდურეს შემთხვევაში მოვძებნოთ პროტესტის, უფრო საიმედო ფორმა.“ - ეს გახლავთ ლაჩაშვილის მოწოდება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

- ქალბატონო ლელა, ნეაპოლში ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებდით, რომ მსვლელობა საშიში იყო. რა გამოცდილება აქვთ იტალიაში მცხოვრებ ქართველებს, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს, რას ურჩევდით?

- ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრმა უნდა დარეკოს საელჩოში და საკონსულო ჩააყენოს საქმის კურსში. ეს აუცილებლად ოჯახის წევრმა უნდა გააკეთოს და არა ვიღაც ფეისბუკ ნაცნობმა ან მეგობარმა, როგორც ხშირად ხდება აქ. მერე დიპლომატიური სამსახური რომ ჩაერევა, გაცილებით ადვილია ყველაფერი. კონსული რეკავს ადგილობრივ საავადმყოფოებში, შეატყობინებს პოლიციას, თუ საჭიროა. მათთვის ადვილია და ხელმისაწვდომი ყველა სტრუქტურა. როცა საელჩოს ახლობლები მიმართავენ, ყოველთვის სწრაფად ხდება რეაგირება.

- ამ შემთხვევაში დაგვიანდა მიმართვა, თუ რატომ მივიდა საქმე პროტესტამდე?

- პრობლემა ის არის, რომ ემიგრანტებმა არ იციან, რისთვის არსებობენ საკონსულოები. ხშირ შემთხვევაში რეკავენ უცხოები და თან ისეთ დროს და ისეთ ნომერზე, სადაც შეიძლება არც უპასუხონ. საელჩოს აქვს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ დარეკონ ნებისმიერ დროს. არის ნომრები, რომლებზეც 3 საათიდან 5 საათამდე პასუხობენ. ნომრები მითითებულია რომის საელჩოს ვებგვერდზე, მაგრამ რატომღაც ამას ყურადღებას არავინ აქცევს. რაც შეეხება შუაღამისას ნეაპოლის ქუჩებში არალეგალი მიგრანტების მსვლელობას, თავისთავად სახიფათოა. ნეაპოლი ცოტა მძიმე ქალაქია. გამიგია, არის უბნები, სადაც პოლიციაც ვერ დადის და სიტუაციას ვერ აკონტროლებს. ასეთ დროს შუაღამისას მიადგე ოჯახს, სადაც მოხუცი ცხოვრობს, ადვოკატის და სპეციალური ნებართვის გარეშე, რა თქმა უნდა, სარისკოა.

- რომელიმე ქართველს შეექმნა პრობლემა ამ პროტესტის გამო?

- არავის შეჰქმნია პრობლემა, მადლობა ღმერთს, მაგრამ საელჩო უკვე საქმის კურსში იყო. რა თქმა უნდა, ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და არ დავუშვათ, რომ ვინმემ დაგვჩაგროს, მაგრამ მეტი სიფრთხილე გვმართებს უცხო მიწაზე.

- ამ გოგონაზე რა იცით? ვისთან ერთად ცხოვრობდა, რა მოხდა სინამდვილეში?

- ამ გოგონაზე არაფერი ვიცი იმაზე მეტი, რაც თქვენც იცით. მიხარია, რომ შინ მშვიდობით დაბრუნდა.

- სხვა მსგავსი შემთხვევები თუ გახსენდებათ?

- მე ვარ ადმინი ჯგუფის ,,ქართული დიასპორა იტალიაში". ხშირად ხდება, რომ ადამიანი საავადმყოფოშია და ახლობლებმა არ იციან, სად და რა მდგომარეობაში იმყოფება. ხან დაკარგული ჰგონიათ და საავადმყოფოში აღმოჩნდება. ახლა, მით უმეტეს, ამ პანდემიის დროს ხშირია ასეთი შემთხვევები. ყველას ახლობელს ვურჩევ, დარეკოს საელჩოში, ვაძლევ ნომერს და მითითებას, სად და როგორ დაუკავშირდეს. ზოგჯერ მეც ვრეკავ და ამ შემთხვევაშიც მთხოვენ, რომ ოჯახის წევრი დავაკავშირო. ძნელია, ასე გადაუმოწმებლად ატეხო პანიკა, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად აკეთებენ ონლაინ ჯგუფები და საინფორმაციო სააგენტოები. ყველას არ ჰყავს აქ ნათესავი და მშობელი. უმრავლესობას საქართველოში ჰყავს ოჯახი. გავრცელდება ხმა, რომ ვიღაც დაიკარგა, შეიყრება ქვეყანა, ინერვიულებს ოჯახი და მერე ირკვევა, რომ კარგადაა და სულაც არ იყო საჭირო მოძებნა.

- ანუ ფიქრობთ, ხმაურის ატეხის გარეშე მოიძებნებოდა ტეტუნაშვილი სწორი გზის მონახვის შემთხვევაში? იტალიელი ოჯახი არაფერ შუაში იყო?

- რა გგონიათ, იტალიამ მილიონიანი მიტინგები დაშალა და მიაბრძანა თავის ადგილას მომიტინგეები ისე, რომ არც ერთი კოვიდრეგულაცია არ შეცვალა და შეეშინდათ ასი ქართველის? ხმაურის ატეხის გარეშე იძებნებიან ყოველთვის, ოღონდ ეძებს დიპლომატიური კორპუსი. მე როგორ გითხრათ, ვინ იყო შუაში და ვინ არა? ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რა თქმა უნდა, პროტესტი საჭიროა და უნდა გავაპროტესტოთ ყველაფერი, რაც და ვინც ჩვენს უფლებებს არღვევს, მაგრამ ცივილიზებული მეთოდებით და აზრიანად. მე პირადად არ მომეწონა ასეთი სპონტანური, გაუაზრებელი მსვლელობა შუაღამისას ნეაპოლის ქუჩებში. მიდიოდნენ გაუაზრებლად და ჩამოუყალიბებლად. ლაივში ჩანდა, იქ იყვნენ პატარა გოგოები, სალომეს ასაკის. რა თქმა უნდა, ვინერვიულე, როცა გაისმა მოწოდება, რომ ძალით შეჭრილიყვნენ ბინაში. ვინ აგებდა შემდეგ პასუხს ამ ხალხზე, რამე რომ გასჭირვებოდათ? ეს გახდა მიზეზი, რომ ჯგუფში დავდე პოსტი და ვთხოვე, დაშლილიყვნენ. ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ვიღაცას ძალიან სურდა, ეს დღე ცუდად დასრულებულიყო და უაზრო მოწოდებებით სიტუაციას ძაბავდნენ. დანარჩენი ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისთვის, მისაღებიც იყო და საამაყოც. მაქვს სურვილი, საქმე ბოლომდე გამოიძიონ და ხალხმა გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში, თუნდაც პრევენციის გამო. ამ ეტაპზე ზედმეტი ლაპარაკი რომ საქმეს არ წაადგება, ესეც ფაქტია და სჯობს, თავი შეიკავოს ყველამ ახალ-ახალი ვერსიების გავრცელებისგან, მით უმეტეს, მათ, რომლებიც რაღაც მომენტში ოფიციალურ მხარეს წარმოადგენენ და პასუხს აგებენ თითოეულ გაუაზრებელ სიტყვაზე. ვულოცავ ოჯახს, ახლობლებს და მთელ საემიგრაციოს გოგონას გადარჩენას და ვუსურვებ ყველა განსაცდელის კეთილად დასრულებას.

რუსუდან ადვაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ის ფიქრობდა რომ შვილს მოხუცთა თავშესაფარში მიჰყავდ

📌 რას აპროტესტებს ასიათასობით იტალიელი მოსწავლე

📌 იტალია - როდის რომელი კოვიდრეგულაცია უქმდება

📌 15 თვის ბავშვი, მერვე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

📌 მატარელას გამოსვლის დასასრულს აპლოდისმენტები ოთხი წუთი გაგრძელდა - პრეზიდენტმა ფიცი დადო

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791806427

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის

„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1791805123

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს

„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791800571

საზოგადოება

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფ...

ირაკლი კობახიძე

1791800159

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით

„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1791799267

საზოგადოება

კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?

„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კ...

კახა კალაძე