"პერმესო დი სოჯორნო" როგორც იქნა, შეზღუდვების გარეშე შემიძლია სამშობლოში დაბრუნება! - მედიის როლი ემიგრაციაში
"პერმესო დი სოჯორნო" როგორც იქნა, შეზღუდვების გარეშე შემიძლია სამშობლოში დაბრუნება! - რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, პროფესიით იურისტი ფიქრია წვერავა იტალიის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მიღებასა და საემიგრაციო მედიის როლის შესახებ, წერს:
„Grazie mille di tutto, Francesco Vannicelli, Sei il migliore avvocato!
გაინტერესებთ, როგორ დადგა ეს შედეგი, ან რა გზით დავიწყე საემიგრაციო სამართლის სფეროში საქმიანობა? - მაშ წაიკითხეთ ბოლომდე...
შემთხვევით არაფერი ხდება!
2 წლის წინ, რომში ადვოკატი დამჭირდა. სასწრაფოდ უნდა მეპოვა კეთილსინდისიერი ადვოკატი, ჩემმა მეგობარმა იპოვა ფრანჩესკო ვანიჩელის ადვოკატურა (ვ ა ნ ი ჩ ე ლ ი ფრანჩესკო), საჭიროებიდან გამომდინარე ცოტა ადრე (ვიდრე ვიდრე მე დამჭირდა ადვოკატი). მეც, მივენდე მის რეკომენდაციას.
ადვოკატურაში მივედი დათქმულ დროს, მივიტანე ჩემი საქმე, სასამართლოში გასასაჩივრებლად, ერთ-ერთი საჭირო დოკუმენტი მაკლდა, შევთანხმდით, რომ 2 დღეში მივიტანდი. ცოტა გავისაუბრეთ. მეორე დღეს, ბატონმა ფრანჩესკომ მომწერა, რომ პირველივე შესაძლებლობით გამოვცხადებულიყავი ადვოკატურაში, ასეც მოვიქეცი, მეგონა, უფრო სასწრაფო იყო საჭირო დოკუმენტის დამატება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
ამ შეხვედრაზე შევთანხმდით, ჩვენს ამჟამინდელ თანამშრომლობაზე.
გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატმა ვანიჩელიმ, მითხრა, რომ შემეძლო მეფიქრა. მე ვუპასუხე: - თუ ჩვენი საქმიანობა, მხოლოდ კეთილსინდისიერებას დაეყრდნობოდა, საფიქრალიც არაფერი მქონდა, აქვე, აქ რომში, სხვა ადვოკატთან მუშაობის ცუდი გამოცდილების შესახებ ვაცნობე (ამ დრომდე რამდენიმე თვე ვმუშაობდი ერთ-ერთ იტალიელ ადვოკატთან დამხმარედ), რომელსაც ჩემი საქმის გასაჩივრებას ვერ ვანდობდი, ავუხსენი რომ ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პერსპექტიული იყო ეს საქმიანობა, მაგრამ არა ღირსებაზე მეტად მნიშვნელოვანი.
საბედნიეროდ, ბატონი ფრანჩესკო ვანიჩელის მუშაობაც, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპს ეყრდნობა, როგორც მთლიანად ადვოკატურის საქმიანობა.
ამ შეხვედრიდან, ძალიან მალე აქტიურად დავიწყე მუშაობა, რადგან უკვე რომში ქართული დიასპორა, ასე თუ ისე მიცნობდა და მათი ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობა, დიდ პასუხისმგებლობას მმატებდა.
მე და ჩემი მეგობარი, ადვოკატის შერჩევაში არ შევმცდარვართ, მისი საქმის სასამართლო პროცესი სულ მალე ჩაინიშნა, სასამართლოს მიერ და მოიგო კიდეც. ჩემს საქმეზე სასამართლო პროცესი, ერთ წელზე მეტი დროის შემდეგ ჩაინიშნა (ამა წლის შუა იანვარში, აქამდე კი, მოგებული სასამართლო პროცესის შემდგომი პროცედურები გრძელდებოდა) და შედეგი სახეზეა.
მინდა, მადლობა გადავუხადო აღნიშნულ ადვოკატურას, Studio Legale Vannicelli Cinquemani Celleti & Malossini.
იცნობდეთ, ადვოკატ Francesco Vannicelliს, როგორც ღირსეულ ადამიანს, ძლიერ იურისტს და საუკეთესო ადვოკატს!
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, "ექსკლუზივი ტივის" და მისი დირექტორის Khatuna Sharadze-ს მხარდაჭერა, სასამართლოში წარსადგენი საჭირო დოკუმენტების შეგროვების პროცესში, უღრმესი მადლობა!
ამ ყველაფრის უკან, საქართველოში, ჩემი უდიდესი შრომა დგას, რომელიც უნდა ითქვას, იქვე დამიფასდა, გამეფებული ნეპოტიზმის გარეშე, ჩემი აქტიურობით.
სამშობლოში მიღებული ცოდნა- გამოცდილება, ლოგიკურად, აქაც გამომადგა.
შრომას და ბრძოლას, ადრე, თუ გვიან ყოველთვის აქვს შედეგი.
უფალს მადლობა!
პატივისცემით ფიქრია წვერავა
მკითხველს შევახსენებთ, რომ ფიქრია წვერავა საემიგრაციო მედიაპლათფორმა Exclusivetv.ge-ს მოხალისე თანამშრომელია. ასევე გეტყვით, რომ Exclusivetv. ge პირველი საემიგრაციო მედიაპლატფორმაა, რომელმაც იტალიაში მყოფი ემიგრანტების ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
აგრეთვე დაგაიტერესებთ:
1776429784
ახალი ამბებიგია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...
1776429729
საზოგადოებადავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის
„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომ...
1776429338
საზოგადოებაეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა...
1776428705
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...





























