როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება

შესაძლებელია თუ არა საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება იტალიის ტერიტორიაზე და როგორ ავიღოთ იტალიური მართვის მოწმობა?

ჟენევის კონვენციის თანახმად, არის მთელი რიგი ქვეყნებისა, რომელ ქვეყნებში აღებული მართვის მოწმობა იტალიაშიც მოქმედია, მაგრამ საქართველო ამ ქვეყნების სიაში ჯერჯერობით არ შედის. რამდენიმე წლის წინ, დღის წესრიგში დადგა უკრაინისა და საქართველოს საკითხი ამ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება არ მიღებულა.

მთავარ მოტივად, კვალიფიკაციის სტანდარტების შეუთავსებლობა, მართვის მოწმობის აღების რეგულაციებსა და წესებში სხვაობა ივარაუდება. მაგ: საქართველოში პრაქტიკის გამოცდა, სპეციალურად მოწყობილ შემოსაზღვრულ მოედანზე ბარდება, ხოლო იტალიასა და ევროპის რიგ ქვეყნებში ჩვეულებრივ სამანქანო გზებზე, ავტობანზე, ტრაფიკში და ა.შ.

საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება, იტალიაში პირველი რეზიდენციდან, ანუ საცხოვრებელ მისამართზე ოფიციალურად ჩაწერიდან, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, რის შემდეგაც, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება თავიდან მოგიწევთ. შეგახსენებთ, რომ ჩაწერის დასარეგისტრირებლად აუცილებელია იტალიაში ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი (Permesso di soggiorno)

არსებობს ასევე საერთაშორისო მართვის მოწმობა, მაგრამ ტერმინმა „საერთაშორისო“, შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ამ ტიპის საბუთი მხოლოდ ტურისტული და სატრანზიტო მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ იტალიაში მართვის მოწმობის აღება გადაწყვიტეთ, ამისათვის ორი გზა არსებობს. პირველი შედარებით ეკონომიურია, მაგრამ ყველაფრის დამოუკიდებლად ორგანიზება მოგიწევთ, მეორე გზა ავტოსკოლაში რეგისტრაციაა.

თუ პირველი, დამოუკიდებელი გზა აირჩიეთ, გამოცდის თეორიულ ნაწილში თავად უნდა მოემზადოთ, რის შემდეგაც დარეგისტრირდებით საცხოვრებელი ქალაქის მიხედვით შესაბამის ცენტრში „Motorizzazione“.

თეორიისა და პრაქტიკის გამოცდების ჩასაბარებლად დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია:

შევსებული ბლანკი TT2112,

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,

სამედიცინო ბარათი (Tessera sanitaria),

ბინადრობის უფლების დამადასტურებელი ბარათი (Permesso di soggiorno), ან თუ ვადაგასულია მისი განახლების ქვითარი (Ricevuta),

ორი ფოტოსურათი,

სამედიცინო ცნობა, რომელსაც ოჯახის ექიმი გასცემს,

აგრეთვე ოკულისტის მიერ გაცემული ცნობა (გაითვალისწინეთ, რომ ოკულისტი, მსგავსი ცნობის გასაცემად, ავტორიზებული უნდა იყოს), პლუს 16-ევროიანი საფოსტო მარკა (Marca da bollo),

24 და 16-ევროიანი გადახდის ქვითრები,

ასევე ყველა საბუთის ასლი ორ ეგზემპლარად.

ამის შემდეგ, დანიშნავთ თეორიულ  გამოცდას „Motorizzazione“-ში. გამოცდის ხანგრძლივობაა 30 წუთი. პასუხი უნდა გასცეთ 40 შეკითხვას და მხოლოდ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ. თეორიული გამოცდის გადალახვის შემდეგ, გადმოგეცემათ მანქანით დროებითი მოძრაობის უფლება „Foglio rosa“, რომელსაც აქვს 6 თვიანი ვადა, რაც საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ პრაქტიკული გამოცდისთვის და თუ გადაწყვტთ რომ პრაქტიკული გამოცდისთვისაც დამოუკიდებლად მოემზადოთ, მანქანის მართვისას, ავტომობილში უნდა იმყოფებოდეს მეორე პირი, რომელსაც მანქანის მართვის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აქვს და ამას მართვის მოწმობის ვადებით ადასტურებს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პრაქტიკის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა მანქანის მართვის 6 პრაქტიკული გაკვეთილის სერტიფიკატი, ანუ აღნიშნული გაკვეთილები რომელიმე ავტოსკოლის ინსტრუქტორთან შეგიძლიათ გაიაროთ, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ გამოცდაზე გასასვლელად მზად ხართ. ამის შემდეგ დაბრუნდებით „Motorizzazione“-ში და დანიშნავთ გამოცდის თარიღს. ჩაბარების შემთხვევაში, გამომცდელი გამოცდის დასრულებისთანავე გადმოგცემთ მართვის მოწმობას.

თუ ფიქრობთ, რომ მეორე ვარიანტი აირჩიოთ, მაშინ უნდა მიმართოთ რომელიმე ავტოსკოლას, რომელიც უზრუნველჰყოფს თეორიულ გაკვეთილებს, სასწავლო მასალით მომარაგებას, ოკულისტისა და გამოცდების თარიღების დანიშვნას, ავტოსკოლაშივე გაივლით მანქანის მართვის გაკვეთილებს, მათ შორის სერთიფიცირებულებსაც. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იგივეა.

და მაინც რა თანხებთანაა დაკავშირებული იტალიაში მართვის მოწმობის აღება? საშუალოდ ეს თანხა 1100-დან 1300 ევრომდე მერყეობს. ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ პრაქტიკის რამდენი გაკვეთილი დაგჭირდებათ და რამდენჯერ მოგიწევთ გამოცდის ჩაბარება, რადგან გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში, რეგისტრაციის თანხას თავიდან იხდით.

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი: ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716105573

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს

„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს“, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „დიალოგის მომხრე არ არის...

ააა

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716102085

სოციალური მედია

„ჩვენ „ხევისბერ გოჩაზე “ და „სტუმარ-მასპინძელზე” გავიზარდეთ, თქვენ გიული ალასანიას ისტორიაზე... ოჯახი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცოლი და ქმარი...“ - რას წერს ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრობს. „ოჯახი მარტო ცოლი და ქმარი რომ არ არის,ალბათ ეს იმ ადამიანებმა არც კი იციან , ვინც გუშინდელ შეკრებებს მთ...

 ნათია ბერიძე

1716099841

სოციალური მედია

„თბილები და ტკბილები, საოცარი კადრებია“ - ზურიკო დავითაშვილისა და მისი ვაჟის კადრები სტადიონიდან

ზურიკო დავითაშვილმა 18 მაისს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საფეხბურთო კლუბ „პოს“ გოლი გაუტანა, იგი „ბორდოში“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ემოციურ კადრებს სტადიონიდან სოციალურ ქსელში Geo Team სოციალურ ქს...

 ზურიკო დავითაშვილი