“საბერძნეთამდე ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით ჩააღწია, მაგრამ ჩაკეტილი სივრცის შიში დასჩემდა“ - წერილი ემიგრანტ მეგობარს

მედია მაუწყებელი exclusivetv.ge-ს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების მხარდაჭერა გახლავთ.

ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი იმ ემიგრანტ ქალთა წარმოუდგენელია, რომელიც exclusivetv.ge-მ იტალიაში ხელმეორედ აღმოაჩინა. 

ლალი იმედაიშვილის წერილს, რომელიც exclusivetv.ge-ს გამოუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ. ჩვენი კოლეგა, სააგენტოს პლატფორმის მეშვეობით ხმას, ისრაელში, უძლურებაში  მყოფ მეგობარს, სოფოს მიაწვდენს.  

თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში ჩემი მეგობარი წევს. ავად გახდა ჩემი მეგობარი ამდენი შრომისგან. მიხვდებით, რა თქმა უნდა, რომ ემიგრანტია. 14 წელს ითვლის მისი ემიგრაცია. არ არის ხომ ცოტა? 5082 დღეა, მაგრამ ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს დარდის, გიჟური შრომის, მონატრების, სასოწარკვეთის, უძილოდ გათენებული ღამეების 5082 დღე.

სამი შვილი დატოვა საქართველოში, ნაბოლარა 8 წლის იყო, როცა წავიდა. საბერძნეთამდე ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით ჩააღწია, გზაში ეგონა რომ გაიგუდებოდა, ვერ ჩააღწევდა. გაუძლო, მაგრამ ჩაკეტილი სივრცის შიში გამოჰყვა დღემდე.

37 წლის ახალგაზრდა ქალი იყო მაშინ, როცა გადაწყვიტა თავი გადაედო ოჯახის, შვილების გამო. დღემდე გრძელდება მისი თავდადება, უკვე ისრაელში.

სოფო ქართველი თავდგადადებული, თავშეწირული ქალების ზოგადი სახეა. სამწუხაროდ, დღემდე არაფერს აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამ ქალების დასაბრუნებლად. სოფოსთან არავითარ კავშირში არაა, მაგრამ ვიღაც-ვიღაცები, სამწუხაროდ უფრო კაცები, ბოროტ ტექსტებს წერენ ფეისბუკში. აბუჩად იგდებენ თავგადაკლული ქალების შრომას და მცდელობებს, ფეხზე დააყენონ საკუთარი შვილები, ოჯახები, დაეხმარონ სრულიად უცხო ადამიანებს.

წერენ, რომ უამრავ ქართველ ემიგრანტ ქალს ერთი-ორი საყვარელი მაინც ჰყავს უცხოეთში. კაცობა და თავმოყვარეობადაკარგული კაცი რას არ იბჟუტურებს. ამასობაში კი ქალები უდრტვინველად აგრძელებენ უჩინარ, ყოველდღიურ გმირობას. გმირობა რა არის თქვენი აზრით? მხოლოდ ის რომ სხვის დასახმარებლად წყალში გადახტე და სიცოცხლე გადაარჩინო? კი ბატონო, ეს შეუფასებელი ადამიანური საქციელია, სასწაულია, მაგრამ არის კიდევ ფარული, უჩინარი გმირობაც, უარი თქვა საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე, ცხოვრებაზე, სხვების გადასარჩენად. ამ სხვათა გადარჩენის პროცესში კი შენ ცოტავდები, პატარავდები, ილევი, ავადდები. არ არის ეს გმირობა?

სოფოც ასეა, ამდენი ზრუნვისგან, დარდისგან, შრომისგან დაიღალა და ავად გახდა. ცოტა მძიმე წერილი გამოვიდა, არადა მინდოდა მის გასამხნევებლად დამეწერა რამე. ნუ გეშინია სოფო, შეიძლება დღეს არ ვახსოვართ ღმერთს, ვერ იცლის ჩვენთვის ამ საყოველთაო ცოდვა-მადლის შემყურე, მაგრამ ხვალ აუცილებლად გავახსენდებით! ჩვენთვის, თავგადადებულთათვისაც მოიცლის ერთ მშვენიერ დღეს. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ და გავუძლოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა, შენგან კარგი ექიმი დადგება!“ - ემიგრანტის წერილი 

📌 “უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“ - ლალი იმედაიშვილი

📌 ემიგრანტი ჟურნალისტი - „ისევ მაქ ვიქნებოდი, ოთხას ლარიან ხელფასს მიჩიჩინებული და მშვიდად დავიხოცებოდით შიმშილით“

📌 “ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?! მთელი ერის ჭკუა-გონება მხოლოდ ათიოდე პროცენტს და დანარჩენს ნული?!“ - სოლომონ ნერგაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715247871

საინტერესო ამბები

„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.  ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვ...

„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

1715244301

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ო...

ირაკლი კობახიძემ

1715243599

სოციალური მედია

„მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა და სულ ფერადი ეცვა... ამ ორ წინადადებაში გასაკვირი არაფერია. მესამე ცოტათი გაგაოცებთ“ - გიორგი კეკელიძე

„წერილები ჩემი ბავშვობიდან“ - ასე ასათაურებს ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელსაც წერს ქალზე, რომლის ქმარიც მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრ...

ააა

1715241808

ახალი ამბები

კახა კალაძე: არ ვიცი კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა

„წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კა...

კახა კალაძე

1715240963

ახალი ამბები

კახა კალაძე: ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი და ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ქართველებს დღესაც უწევთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,...

პოლიტიკოსები