„სკოლაში, რომის ისტორიასაც ვასწავლიდი - „მონობა რომში“, აქ კი პრაქტიკას გავდივარ“ - ემიგრანტი ქალბატონების პროფესიები და დღევანდელი ყოფა

- რა პროფესია გაქვთ? რა პროფესიით მუშაობთ დღეს და რას საქმიანობდით საქართველოში? - ეს კითხვა ემიგრანტებს, ქართულ საემიგრაციო ჯგუფ „ქართველები იტალიაში“ დავუსვით. დასმულ კითხვას თვალი 8,700-მა ადამიანმა მიადევნა, ხოლო საკუთარი წარსული და მოქმედი პროფესიების შესახებ კითხვას 123 ქალბატონმა უპასუხა.
მოგეხსენებათ, რომ იტალია ერთ-ერთი ის ქვეყანა გახლავთ, სადაც დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტი ქართველი ქალბატონი იმყოფება შრომით მიგრაციაში.
ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს, რომელიც ემიგრანტებისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. ჩვენ შევეხეთ მათ წარსულს და აწმყოს, რომელთა შორის რადიკალური განსხვავებაა, როგორც სოციალური და კლასობრივი, ასევე მორალური კუთხით.
სხვადასხვა პროფესიის, ცენზის და გამოცდილების მქონე ქალბატონები, დღეს, იტალიაში მოხუცის მომვლელად ან შინამოსამსახურედ მუშაობს.
- რა პროფესია გაქვთ? რა პროფესიით მუშაობთ დღეს და რას საქმიანობდით საქართველოში?
ეკა შანავა: რაიონში საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი წლების განმავლობაში, ხელფასი არაფერში მყოფნიდა. მერე წავედი დედაქალაქში და მინდოდა ჩემი ბიზნესი მქონოდა. ავიღე მაღაზია და თურქულ ტანსაცმელზე ვმუშაობდი. ორი წელი ვიმუშავე, იმდენი ვალები დამიგროვდა უმუშევრობიდან გამომდინარე ახლა ვიხსენებ და მიკვირს, როგორ გადავრჩი ნერვიულობისგან. მთავარი გამომრჩა: ორწელნახევარია ემიგრაციაში ვიმყოფები და ვუვლი ბებია-ბაბუას, ჩემი ხელფასით ვეხმარები და ვაბედნიერებ რამდენ ადამიანს. მალე ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, რომ თითოეული ემიგრანტი ბედნიერად ვგრძნობდეთ თავს ჩვენს ოჯახებში ყველას წარმატებებს გისურვებთ.
ნანა ბუთხაშვილი: 14 წელი მასწავლებელი -მშობლიური ენის და ლიტერატურის,3 წელი საბავშვო ბაღის გამგე. ახლა პროფესიონალი მომვლელი და დამლაგებელი.
თეა დათოუნაშვილი: ინგლისურისა და ფრანგულის მასწავლებელი, ჩემს პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული, 12 წლიანი მუშაობით, განათლების სამინისტროს პროექტის გამარჯვებული 2008 წელს.
არის უსაზღვრო შესაძლებლობები, ეს მაჩვენა მე აქ ცხოვრებამ. ძირფესვიანად შევისწავლე იტალიური ენის გრამატიკა და ჩემი სამსახურის მერე, ონლაინზე საქართველოში ყოველ დღე 4 საათი მაქვს გაკვეთილები მოსწავლეებთან. ვასწავლი სამ ენას პარალელის მეთოდით და მყავს უმაგრესი ბავშვები. ეს იდეა მომივიდა პანდემიის დროს.
შესაძლებლობებს არ აქვს ჩარჩო, ის უკიდეგანოა.
p.s. ვმუშაობდი ბავშვებთან, მომვლელად, „აკომპანიატრიჩედ“. ახლაც ვაგრძელებ. შრომა არაა სათაკილო. ეგ ქართველებს ეთაკილებათ. ცუდი სამსახური არ არსებობს, ყველა უნდა აკეთო დიდი პასუხისმგებლობით.
ლელა ტყეშელაშვილი: ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში, ფარმაკოლოგიის კათედრაზე 4 წელი ვიმუშავე, 25 წელი აფთიაქში. ახლა „დიპლომიანი“ ბადანტე ვარ.
ნათელა ლუჩია: სამწუხაროდ დღეს მოხუცის მომვლელად ვმუშაობ. საქართველოში კი ფიზიკის მასწავლებლად ვმუშაობდი.
ნინო ჩუბინიძე: პროფესიით ექთანი. ვემსახურე მედიცინას 35 წელი. სავსე ვარ უამრავი კეთილი მოგონებებით და ამ მოგონებებით ვაგრძელებ ცხოვრებას იტალიაში როგორც ემიგრანტი badante უკვე სამი წელია.
ლია: ვმუშაობდი 12 წელი სტუდენტობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაში, ახლანდელი აგრარული უნივერსიტეტი და 14 წელი პოლიციის აკადემიაში. ემიგრანტის "მანდატი" ძნელი ყოფილა. მადლობა უფალს, რომ შემაძლებინა. გამძლეობას გისურვებთ ყველა ემიგრანტს.
ზაირა კილასონია: 30 წელი ვიმუშავე ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად. 14 წელია პიზის გადახრილ კოშკს ვყარაულობ არ წაიქცეს - მარიელასთან ერთად.
სკოლაში რომის ისტორიასაც ვასწავლიდი - მონობა რომში. აქ კი პრაქტიკას გავდივარ. ეს ხუმრობით, სინამდვილეში საოცრად კარგი და საყვარელ ადამიანთან მიწევს მუშაობა. უნიჭიერესი. ენციკლოპედიაა. რამდენი სახლიდან დამირეკავენ ჯავრით არაა არ მიმატოვოო.
ქეთი გურგენიძე: პროფესიით პედაგოგი ვარ (დაწყებითი განათლების პედაგოგიკის და მეთოდიკის). 11 წელია იტალიაში ოჯახით ვცხოვრობ. მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა (ოჯახებში), ვიბრძოლე სანამ ჩემი ადგილი არ ვიპოვე. ვისწავლე, რეიტინგებშიც მივიღე მონაწილეობა და ბოლო სამი წელია სკოლაში ვმუშაობ. (მაქვს ორი სტატუსი).
პარალელურად დავამთავრე OSS ორ წლიანი კურსი. (ამით საშუალება მეძლევა ვიმუშაო სკოლის შემდეგ შეძლებისდაგვარად საათების შეფარდებით). ყველას გისურვებთ წარმატებას!
როგორც თავში აღვნიშნეთ, საკუთარ პროფესიასა და დღევანდელ რეალობასთან დასმულ კითხვას პასუხი, ბევრმა ემიგრანტმა გასცა. ბუნებრივია ყველა მათგანის წარდგენა ვერ შევძელით, მაგრამ ემიგრანტების ისტორიები ერთმანეთის მსგავსი. წარსულში, სამშობლოში რეალიზებული და შემდგარი ადამიანები დღეს მოხუცების მომვლელებად და შინამოსამსახურეებად მუშაობენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიაში, ქალაქ მოდენაში, მკერდის კიბოს მკურნალობა, უახლესი მეთოდით უფასოა
1754399046
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: გაეროს კონფერენცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს კონფერენციაში. მინისტრის...
1754398427
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შედანია “აზოვის” პოლკის მებრძოლი იყო. დაღუპულს საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შედანია...
1754398156
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგ...
1754398121
საზოგადოებაპრემიერი: არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება, ამას თუ დავანახვებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა
არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა...
1754398076
საზოგადოებაპრემიერი: სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება ც
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - განუცხადა საქართველოს პრემ...