„სცენაზე, რომელზე დგომის შანსი ძალიან ცოტა ადამიანს თუ ეძლევა ცხოვრებაში, მე იმ სცენაზე ავედი და ვიმღერე“ - 12 წლის ქართველი ემიგრანტი გოგონა ლასკალას სცენაზე

„აფხაზეთის ვარსკვლავი იტალიურ ცაზე, სალომე ზუხბაია ლა სკალას სცენაზე! დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მილანში! ესაა ნიჭიერება, ესაა დედის ნაშრომი წიგნი თანამემამულეების წინაშე! სანაქებო შვილი! სალომეს ყველაზე საუკეთესო მომავალი მინდა ვუსურვო! მეამაყება და მიხარია პატარა ემიგრანტი უცხო ცის ქვეშ“ - წერს იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე და სალომე ზუხბაიას, ლა სკალს სცენაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ჩვენ, სალომეს დედას, ქალბატონ ჟანა ზუხბაიას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- იტალიაში 2013 წელს ჩამოვედით, ქალაქ ალტამურაში. მაშინ სალომე 3 წლის იყო. ჩვენი ემიგრაციული ცხოვრებაც იქ დაიწყო. მე და სალომე ხშირად დავდიოდით ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე, რომელიც ჩვენი ერთადერთი შვება და იმედი იყო. რთული გზა გავიარეთ და დღესაც გვაქვს გარკვეული სირთულეები, მაგრამ მადლობა უფალს, იმისთვის, რომ ასე უხვად დაგვასაჩუქრა. მე, მარტოხელა დედა ვარ. ორნი ვართ, მხოლოდ სალომე და მე, მაგრამ გვყავს უფალი.

2017 წელს საცხოვრებლად მილანში გადავედით. სალომე მილანის საბავშვო ორკესტრში ჩაირიცხა. შემდეგ იყო მილანის სახელმწიფო გუნდი, საიდანც მოხდა სალომეს შერჩევა ლასკალას სცენაზე გასასვლელად. 60 ბავშვიდან, 13 შეარჩიეს, მათ შორის ერთ-ერთია სალომე.

- როგორ შეხვდა სალომე ამ ახალ გამოწვევას? რა ემოცია და განცდები აქვს მას?

- სწორედ გუშინ ვსაუბრობდით, მითხრა: „ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს დედა, იმ სცენაზე, რომელზე დგომის შანსი ძალიან ცოტა ადამიანს თუ ეძლევა ცხოვრებაში, მე იმ სცენაზე ავედი და ვიმღერე და თავი სახლში მეგონაო“.

- როგორ უმკლავდება მარტოხელა დედა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ხართ?

- ცხადია, ჩემი რესურსით ვერ ვახერხებ ვუპასუხო ყველა გამოწვევას, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებ და მაქსიმუმს ვაკეთებ სალომეს მომავლისთვის. სალომეს თანატოლებისგან განსხვავებით, ჩვენ სხვა სოციალურ პირობებში გვიწევს ცხოვრება. საჭიროებები და ვალდებულებები მეტია, ვიდრე ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ სალომეც ცდილობს ნებისყოფით უფასუხოს იმ კრიზისებს, რომლის წინაშეც ვდებით.

მაქსიმალურად ვცდილობ სალომეში ყველა ის ფასეულობა ჩავდო, რაც აუცილებელია. ის, ასევე მილანში არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეა, არ მინდა ქართულ ფესვებს დაშორდეს. მილანის სამრევლოს წინამძღვრის, მამა კირიონის ლოცვა-კურთხევით მივიწევთ წინ, გვერდში გვიდგას და გვეხმარება. ასევე ვერ გამოვტოვებ ქალბატონი ფიქრია კუჭუხიძის ღვაწლს. მუდამ ჩვენს გვერდით არის, ის ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით.

exclusiveTv.ge წარმატებას უსურვებს ახლგაზრდა და ნიჭიერ მომღერალს და ყველა ემიგრანტს ბავშვს. მედიამაუწყებელი სისტემატურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას სალომეს წარმატებების შესახებ.

ავტორი: ხათუნა შარაძე

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 გაიცანით სოფია ღურწკაია - ოქროს მედლის მფლობელი და წარმატებული სპორტსმენი იტალიაში

📌 "ეგებ იმიტომ დააკლდა დედას თვალის ჩინი, ეგებ ამიტომ გაითიშა მამაჩემი, რომ მე და ჩემი ძმა შორს ვართ, ემიგრაციაში" - ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე

📌 „მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს მადლიანი ადამიანი“ - ფიქრია კუჭუხიძე

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782931002

საზოგადოება

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით და...

პროკურატურაპროკურატურა

1782929429

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს. უკრაინის ლიდერმა ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მიხოლ მარტინთან დ...

ზელენსკი ზელენსკი

1782927929

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასს აკრიტიკებს - „ფარისევლობის მასტერკლასი“

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას „ფარისევლობის მასტერკლას...

გიდეონ საარი

1782926887

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირში უფლებამოსილებების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა. კერძოდ, მინ...

მაკა ბოჭორიშვილ

1782925813

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ დამთავრდა უნიპოლარული მსოფლიოს დრო, დღეს მსოფლიო აღარ არის ერთწერტილოვანი, უნიპოლარული და საქმე გვაქვს მულტიპოლარულ მსოფლიოსთან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრე...

მაკა ბოჭორიშვილი